ელ პი სი

ტრენინგი ადმინისტრაციულ სამართალში

04 ოქტომბერი 2017
  • იურიდიული კომპანია LPC-ის სასწავლო ცენტრი გაძლევთ შესაძლებლობას, მოკლე დროში, მიიღოთ მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართლის ძირითად მარეგულირებელ ნორმებზე.
  • ტრენინგი დატვირთული იქნება პრაქტიკული სავარჯიშოებით და მოქმედ სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვით.
  • ტრენინგი განკუთვნილია აღმასრულებელი მენეჯერებისთვის, საჯარო და კერძო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის, იურისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
  • ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა მონაწილეობის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი.

ტრენინგის თემატიკა:

  • საჯარო მმართველობის ცნება და ადგილი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში;
  • სახელმწიფო ხელისუფლების მოწყობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი ასპექტები;
  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის პრინციპები;
  • ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები;
  • საჯარო ინფორმაციის თავისუფლება;
  • საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლები;
  • ადმინისტრაციული წარმოების სახეები: მარტივი, ფორმალური, საჯარო;
  • ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების საშუალებები და წესი;
  • სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ინსტიტუტი.

ტრენინგ-კურსის საერთო ხანგრძლივობა: 3 კვირა- კვირაში ერთხელ 2 საათიანი სალექციო კურსით (სულ 3 ლექცია);

ტრენინგს გაუძღვებიან პროფესიონალი ტრენერები;

კურსის ღირებულება 100 ლარი;

ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (cv) ელ.ფოსტაზე info@lpc.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე +995 593 28 93 93;

მსგავსი სიახლეები