IPOVE.GE News

WOM -- მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!

16 აპრილი 2019

 

WOM – მარკეტინგი ყოველთვის არსებობდა, მაშინაც კი როცა არ არსებობდა ბლოგები, ფორუმები და სოციალური ქსელები,

მაგრამ ზუსტად ონლაინ სივრცის განვითარების შემდეგ კომპანიები მიხვდნენ, რომ მათ შეეძლოთ საუბარის (თუნდაც უარყოფითის) კონტროლირება და მათი თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება.

                                                                                        

     

 

რა არის WOM – მარკეტინგი?

Word-of-mouth — არის საუბარი ადამიანებს შორის, რომელიც ბუნებრივად მიმდინარეობს . Word-of-mouth marketing – ის მიზანი არის , რომ ამ საუბრის დროს ლაპარაკობდნენ თქვენზე.

Word-of-mouth marketing- დაფუძნებულია ოთხ მარტივ წესზე:

  • იყავით საინტერესო;
  • იყავით მარტივი;
  • გახადეთ ხალხი ბედნიერი;
  • მოიპოვეთ ნდობა და პატივისცემა;

 

ხალხის საუბარი — Word-of-mouth მარკეტინგის ძირითადი კომპონენტია. რატომ უნდა ისაუბრონ თქვენზე ან თქვენ პროდუქციაზე? არსებობს რამდენიმე მიზეზი.

 

1. უყვართ ის, რასაც თქვენ აკეთებთ კარგი პროდუქცია, უმაღლესი დონის მომსახურება, უნიკალურობა და ა.შ. მიზანი ერთია —მომხმარებლები უნდა აღფრთოვანდნენ თქვენით! მაგალითად, კომპანია Apple- ზე მილიონობით ადამიანი საუბრობს, მიუხედავად იმისა სარგებლობენ თუ არა ამ კომპანიის პროდუქციით. გაინტერესებთ რატომ? იმიტომ რომ მათი პროდუქცია არის კარგი და ხალხს უნდა მასზე საუბარი.

2. მნიშვნელოვან, ღირებულ, ჭკვიან ემოციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრძნობინეთ მომხმარებლებს, რომ თუ ისინი თქვენ პროდუქციაზე ან/და მომსახურებაზე ისაუბრებენ ამით უფრო ჭკვიანები გამოჩდებიან. ხაზი გაუსვით თქვენთვის მათ მნიშვნელობას.

3. იდენტიფიკაციის საჭიროება თქვენი პროდუქციის შეძენისას მომხმარებელი ავტომატურად ხდება მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი. ეცადეთ გააკეთოთ ისე, რომ თქვენი კომპანის მომოხმარებლები გაერთიანდნენ ერთგვარ სუბკულტურაში— ამის მეშვეობით ისინი იგრძნობენ ჩართულობას და გაავრცელებენ ინფორმაციას, როგორც ჯგუფში ასევე ჯგუფის გარეთაც. 

 

 

Word-of-mouth მარკეტინგი მოიცავს 5 ელემენტს:

 

1. ორატორი WOM – მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები! საუბარი— Word-of-mouth მარკეტინგის მთავარი ინსტრუმენტია, ამიტომ თქვენ უნდა დაადგინოთ ვინ უნდა ისაუბროს თქვენზე და ამის გარკვევის შემდეგ კი როგორ დაამყაროთ მათთან კონტაქტი.

რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდით ორატორებს  მით უფრო ბევრს ისაუბრებენ .

 

 2. თემები კარგი თემა უნდა იყოს მარტივი, ორგანული, მოულოდნელი და რაც ყველაზე მთავარია ადვილი გასავრცელებელი.

დაიმახსოვრეთ : ის რაც კარგია პრესრელიზისთვის, ბუკლეტისთვის ან რეკლამისთვის – ყოველთვის კარგი არ არის Word-of-mouth მარკეტინგისთვის.

3.ინსტრუმენტები WOM – მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები!

ნუ დაელოდებით როდის დაიწყებენ თქვენზე საუბარს. გადადგით პირველი ნაბიჯი. თხოვეთ მომხმარებლებს ისაუბრონ თქვენ შესახებ.

Word-of-mouth -ი ხშირად იყენებს e-mail-მარკეტინგს. სწორი დაგზავნის შემთხვევაში თქვენ ორატორებს სწორ ინფორმაციას მიაწვდით, რომელსაც ისინი თავიანთ აუდიტორიას გაუზიარებენ.

 

4. მონაწილეობა WOM – მარკეტინგი ანუ როგორ ვმართოთ მომხმარებლის მოსაზრებები! მიიღეთ მონაწილეობა საუბრებში.

თქვით მადლობა თბილი სიტყვებისთვის, პასუხი გაეცით დასმულ კითხვებს, გადაწყვიტეთ არსებული პრობლემები.

მთავარია ისაუბროთ კომპანიის სახელით, ამით თქვენ მათ ნდობას და კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

 

5. თვალყურის დევნება მონიტორინგი აუცილებელია. ინტერნეტის გაჩენასთან ერთად მონიტორინგი გამარტივდა. უბრალოდ გამოიყენეთ Google.

უარყოფითი გამოხმაურება — ეს თქვენი შანსია. მოისმინეთ და გამოიტანეთ თქვენთვის სასარგებლოდ დასკვნა.

 

 

მსგავსი სიახლეები