1. გასაცნობი საიტი უშნო ხალხისთვის
საიტის მესვეურები აქტიურად მოუწოდებენ მომხმარებლებს გადმოინაცვლონ რეალურ სამყაროში. ასევე ამბობენ, რომ აქ, ამ საიტზე არიან რეალური ადამიანები რეალური სახეებით და არა ზედმეტად ფოტოშოპისა და სხვადასხვა ეფექტების მომხმარებლები.
www.theuglybugball.com განსაკუთრებით იმით ამაყობს, რომ უკვე ბედნიერი წყვილიც ჰყავთ. ტომ ცლიფორდი და ჯენინ უოლკერი სწორედ აქ შეხვდენენ ერთმანეთს, 4 პაემანის შემდგომ კი დაინიშნენ კიდეც. მერე იქორწინეს და ძალიან უყვართ ერთმანეთი. თურმე ტომი აქამდე ფიქრობდა, ზედმეტად მახინჯი იყო იმისთვის, რომ ცოლი მოეყვანა, მაგრამ რაც ჯენინს შეხვდა, მისი ცხოვრება შეიცვალა.
საიტმა კი, როგორც ბედნიერ პირველ წყვილს უფასო თაფლობის თვე აჩუქა მათ.
2. საიტი კაპიტნებისთვის
თქვენ გიყვართ სანაპირო, გემები, ზღვა, გსურთ შეხვდეთ ნამდვილ კაპიტანს? მაშინ ეს საიტი თქვენთვისაა www.seacaptaindate.com. აქ თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ კაპიტანთა პროფილები, რომლებიც თავიანთ თავს აღწერენ, შემდეგ შეარჩიოთ სასურველი და მიწეროთ.
წინ ნამდვილი თავგადასავალია!
3. მაჭანკალი დედიკოების საიტი
http://www.faboverfifty.com/content/date-my-single-kid-2
დედის გული ვერა და ვერ ეგუება უყუროს თავის შვილს დაუქორწინებელს ან გაუთხოვარს. როგორც კი შვილი 30-ს მიუკაკუნებს დედებს ავტომატურ რეჟიმში ენთებათ წითელი და აქტიურად იწყებენ შესაფერისი სარძლოებისა თუ სასიძოების ძიებას.
ინტერნეტმა კი როგორც ჩვენი დროის უნივერსალურმა დამხმარემ ეს ფუნქციაც დიდი სიამოვნებით იტვირთა და ასე შექმნეს კიდევ ერთი საიტი: დედები აქვეყნებენ თავიანთი შვილების სურათებს, ან პირდაპირ უკვე ატვირთულებიდან არჩევენ მათთვის შესაფერის კანდიდატს.
4. საიტი, სადაც ლამაზი ურთიერთობები იწყება
ზოგიერთი თვლის, რომ ლამაზი ურთიერთობისთვის პირველ რიგში ლამაზი ვიზუალია საჭირო, ასეთი ხალხისთვისაა შემქნილი ეს საიტიც.
www.beautifulpeople.com. კომპანია უკანასკნელ ხანებში ,,სპერმისა და კვერცხუჯრედების ბანკის” შექმნითაა დაკავებული.
საიტი უკვე პოპულარულია და 190 ქვეყნიდან ჰყავს 600 000-ზე მეტი მომხმარებელი. თუმცა მათ მოწინააღმდეგეებიც არ აკლიათ, რომლებიც ამ კამპანიას არაეთიკურს უწოდებენ..
5. გაცნობის საიტი პატიმარი ქალებისთვის
www.womenbehindbars.com
ეს ადგილი ეხმარება პატიმარ ქალებს ციხიდან იპოვონ ჭეშმარიტი სიყვარული ან უბრალოდ გაერთონ ფლირტით. ტოდ მაფოლეტომ საიტი 1997 წელს დაარსა და მას შემდეგ დაახლოებით 38 წყვილი დაქორწინდა ამ სერვისით.
Lynn Noyes, 30 წლის, ბისექსუალი, 2 შვილის მარტოხელა დედაა. იგი ამბობს, რომ საზოგადოება პატიმარ ქალებს თითქოს ადამიანად არ აღიქვამს. ,,დიახ,ჩვენც ადამიანები ვართ, რომლებიც ვიღწვით რომ გავიცინოთ, გვიყვარდეს, ვიცოცხლოთ, დავუშვათ შეცდომები და შემდეგ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ..”
6. გაცნობის საიტი ქორწინებაში მყოფი ადამიანებისთვის
www.ashleymadison.com
საიტი ქორწინებაში მყოფ ადამიანებს ეხმარება მეუღლეების ღალატში, სთავაზობს მომხმარებელს დროებითი ფლირტისთვის ან ვნებისთვის იმ ადამიანების შერჩევას ვისაც ეს ქმედება გააზრებული აქვს.
7. სექსუალური ურთიერთობით გადამდები დაავადებით დაავადებულების გასაცნობი საიტი
www.stdmatch.net
8. მდიდარი მამაკაცის გასაცნობი საიტი
www.wealthymen.com აქ. დარეგისტრირებულები არიან მამაკაცები, რომელთა შემოსავალი საკმაოდ მაღალია და აქვთ კარგი კარიერა, ასევე ამ მხრივ გამოგადგებათ millionairemate.com ეს საიტიც, მათი სლოგანი საკმაოდ კარგად ჟღერს: ადგილი, სადაც სიმდიდრე და სილამაზე პოულობს ერთმანეთს.