IPOVE.GE News

თბილისში დადგმული დამტვრეული ავტომობილების "ძეგლები"!

16 აპრილი 2019

#იარეყურადღებით

დედაქალაქის ქუჩებში დამტვრეული ავტომობილების სტენდები გამოჩნდა. მსგავს მანქანას შეხვდებით პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთასთან, იუსტიციის სახლთან, ვაკის პარკთან და თამარ მეფის გამზირზე.

 

                                                     

 

ამოყირავებული და დაზიანებული ავტომობილი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზეც დაამონტაჟეს. ინსტალაცია სოფელ თეთრწყლებთან იმ ადგილზეა, სადაც გასულ წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 მგზავრი დაიღუპა, 21 კი დაშავდა.

 

                                                            

 

როგორც დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ განმარტა, ეს ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა, რომელიც მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

თბილისისა და გომბორის გზის გარდა, ამოტრიალებული ავტომობილები ხაშურის შესასვლელთან, სოფელ გომშიც დამონტაჟდა.

 

                                                                                             

 

მსგავსი პროექტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილების შემცირების მიზნით განხორციელდა. კამპანიის მიზანი ავტოსატრანსპორტო შემთხვევების წინააღმდეგ ბრძოლაა. 2018 წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს საქართველოში 459 ადამიანი ემსხვერპლა.  

 

                                                             

მსგავსი სიახლეები