IPOVE.GE News

სტარბაქსის ჭიქა GOT-ის ახალ სერიაში — გაპარული შეცდომა, თუ სარეკლამო კამპანია?

06 მაისი 2019

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა GOT-ზე ვწერთ და წინ გამაფრთხილებელი ფრაზა – სპოილერი! არ სჭირდება.

ერთი შეხედვით უწყინარი სტარბაქსის ჭიქაა, რომელმაც მოახერხა და GOT-ზე საუბარი სულ სხვა კუთხით “გვაიძულა”.

ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში, როდესაც ვინტერფელში გამარჯვების (რამდენად არის ეს გამარჯვება თავად განსაჯეთ) ნადიმი იმართება, ერთ-ერთ კადრში, სრულიად მოულოდნელად სტარბაქსის ჭიქა ჩნდება.

დიახ, აღარც დრაკონები, აღრც გოლიათები და აღარც გაცოცხლებული მკვდრები — საკულტო სერიალში დეინერის ქარიშხალშობილი გამარჯვების სადღეგრძელოს ერთი ჭიქა ყავით სვამს.

შეცდომა, თუ სარეკლამო კამპანია? — ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც ამ ეპიზოდის ყურების შემდეგ მაყურებელს გაუნჩდა.

რა თქმა უნდა, HBO-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია და დიდი ალბათობით არც გააკეთებს. თუმცა, ფაქტი ერთია, ფანებმა ამ ამბავზე კარგად იხალისეს და სამეფო კარის თამაშებთან ერთად, სტარბაქსიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაა ტვიტერზე.

                       

 

მსგავსი სიახლეები