IPOVE.GE News

სიმფსონებმა GOT-ის მერვე სეზონის მეხუთე ეპიზოდი იწინასწარმეტყველეს!

14 მაისი 2019

წინასწარმეტყველება გარკვეულწილად სპოილერია, ამიტომაც ალბათ ხვდებით, რომ ამ სტატიაში სპოილერებია და თუ სამეფო კარის თამაშების ახალი ეპიზოდი ჯერ არ გინახავთ, სასწრაფოდ დატოვეთ აქაურობა!

                                                                

 

სიმფსონები ის ანიმაციური სერიალია, რომელიც აუხსნელ სუპერძალებს ფლობს, და ბევრი მოვლენა იწინასწარმეტყველა. ტრამპის პრეზიდენტობა, საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი, აიპოდები და კიდევ ბევრი სხვა რამ.

ამჯერად, დაკვირვებულმა ფანებმა აღმოაჩინეს, რომ სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონის მეხუთე ეპიზოდში, ხალესის მიერ სატახტო ქალაქის გადაწვაც, სიმფსონებში, 2017 წელს იყო ნაწინაწარმეტყველები

                                                       

 

და არა მარტო ეს მომენტი იყო ერთგვარი წინასწარმეტყველება, არამედ მთლიანი სიმფონების სერია, რომელშიც ნაჩვენები იყო პარალელური სამყარო, რომელიც გავდა ვესტეროსს, იყო მინიშნებები თეთრ მოხეტიალეებზე, ბოროტ მბრძანებელსა და ხალხის ამბოხზე.

 

                                                                  

მსგავსი სიახლეები