IPOVE.GE News

შეხვედრა ქართველ მწერლებთან ბათუმში!

06 აგვისტო 2019

შეხვედრა ქართველ მწერლებთან 

 10 აგვისტოს 19:00 საათზე, ბათუმის ბიბლუსი გალერეაში მკითხველს შეხვდებიან ქართველი მწერლები: გიორგი კეკელიძე, ალეკო შუღლაძე და „დამარხული ვაზის“ ავტორები: მალხაზ ჯაჯანიძე და არტურ იურკევიჩი.

 გელით წიგნების წარდგენა:

გიორგი კეკელიძე - „სიკვდილი პიცერიაში“, „გურული დღიურები“;
ალეკო შუღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“;
მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი“.

 ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან ავტორებს მათთვის საინტერესო კითხვები, აიღონ მათგან ავტოგრაფები ფა გადაიღონ ფოტოები.

 ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლების წიგნები -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

მის: მემედ აბაშიძის #52
#არგამოტოვო

მსგავსი სიახლეები