IPOVE.GE News

შემზარავი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში!

16 აპრილი 2019

პარიზის ნოტრ-დამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო, მას მსოფლიოში სახელი გაუთქვა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა. ყოველწლიურად ტაძარს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს, სადაც დაცულია ქრისტიანების ერთ-ერთი მთავარი რელიკვია, იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი. 

2019 წლის 15 აპრილს კი ნოტრ-დამი ცეცხლმა აიტაცა...

 

                                                                                

ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. 400 მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

                                                                                     

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იძიებს პარიზის პროკურატურა. მისი მთავარი ვერსიით, ცეცხლი განზარხ გაჩენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ხანძარი შესაძლოა, უკავშირდებოდეს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი კონსტრუქციის გადარჩენა მოხერხდა. გადარჩა ტაძარში დაცული მაცხოვრის ეკლის გვირგვინიც. მსხვერპლი არ არის, თუმცა სერიოზულად დაშავდა ერთი მეხანძრე, - იუწყება სააგენტო Reuters-ი.

                                                                 

საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა დაიწყო ეროვნული კამპანია პარიზის ნოტრ-დამის აღსადგენად საჭირო თანხების შესაგროვებლად.

ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში გადარიცხავს სულ მცირე 100 მილიონ ევროს. პინო კომპანია Kering-ის აღმასრულებელი დირექტორია. ეს კომპანია „გუჩი“-ს, „ივ სენ ლორან“-ის და სხვა ცნობილი ბრენდების მფლობელია.

ქრისტინა ქორრეამ გააკეთა ჩანახატი, რომელიც 800 წლოვანი ისტორიის კათედრალს მიუძღვნა. ნახატზე ასახულია კვაზიმოდო, რომელიც ღვთისმშობლის ტაძარს ეხუტება.

                                                                                                       

„გუშინ მოვისმინე, რომ ათობით წელიწადი დასჭირდება, ხომ არ დაგვცინიან?! მოკლე ვადა უნდა დავსახოთ, როგორც ეს აქამდე სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების შემთხვევაში გაგვიკეთებია. 10-15 წელი კი არა, 3-წლიანი ვადა უნდა გამოვყოთ“, - განაცხადა ლანგმა.

 

                                                                         

მსგავსი სიახლეები