IPOVE.GE News

როგორ განმარტავენ შოუს პროდიუსერები დეინერის ტარგარიენის პერსონაჟის რადიკალურ ცვლილებას!

14 მაისი 2019

Game Of Thrones-ის მეხუთე სერიამ ფანების უმწვავესი კრიტიკა დაიმსახურა. ისინიც კი, ვინც წლების განმავლობაში დეინერის ტარგარიენის პერსონაჟს არ წყალობდნენ ფიქრობენ, რომ შოუს პროდიუსერებმა ყველაფერს გადააჭარბეს.

დეინერისის პერსონაჟში ყოველთვის გამოკვეთილად ჩანდა დაპყრობის და მართვის სურვილი. ჩანდა ისიც, რომ დედოფალი მტრებს მკაცრად სჯიდა.

                                                 

თუმცა, არასდროს გამოჩენილა უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ ჩაგვრის სურვილი. პირიქით, მან არაერთ ქალაქში მონები გაათავისუფლა და ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა, უბრალო ხალხი ტირანიისგან დაეხსნა.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის არსებობდა ვერსია, რომ დეინერის ტარგარიენი მამას, "გიჟ მეფეს" დაემსგავსებოდა. ამის მიზეზი გამოთქმაა: "როცა ტარგარიენი იბადება, ღმერთი მონეტას აგდებს და წყვეტს, გიჟი იქნება თუ არა".

პროდიუსერებმა გამოთქმა გაამართლეს და პერსონაჟი ტირანად აქციეს, რომელმაც საკუთარი ამბიციებისთვის ასიათასობით ადამიანი დახოცა, თან უმიზეზოდ. სიტუაცია იმ ფაქტმა კიდევ გაამძაფრა, რომ დეინერისმა დანებებული ქალაქი გადაწვა, მისმა ჯარმა კი იარაღდაყრილი მეომრები დახოცა. ფანებმა ვერ გაიგეს, რისთვის დასჭირდათ პროდიუსერებს პერსონაჟის განვითარების ასეთი დასასრული.

სერიალის შექმნელები დევიდ ბენიოფი და დ.ბ ვაისი განმარტავენ, რომ ამის მიზეზი მოვლენების განვითარებაა, რამაც დეინერისის პიროვნება საბოლოოდ მოშალა. ბენიოფის თქმით, დეინერისი ძლიერი ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო ახლო მეგობრული ურთიერთობების დამყარება, დროთა განმავლობაში კი ის მარტო დარჩა და ყველა დაკარგა.

                                                   

"ეს ძალიან საშიში სიტუაციაა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ამხელა ძალაუფლება აქვს და ასე იზოლირებულად გრძნობს თავს. მაშინ, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება წინამძღვარი, ახლო მეგობარი ან მრჩეველი, ის ყველამ მიატოვა", — ამბობს პროდიუსერი.

მარტოობის გარდა ვაისი მიზეზად იმედგაცრუებასაც ასახელებს. მისი თქმით, დეინერისისთვის ღალატის ტოლფასი იყო ჯონის მიერ გათქმული საიდუმლო. თუმცა, პროდიუსერი ამბობს, რომ უფრო მძიმე იყო ის სიცივე, რომელსაც ჯონისგან გრძნობდა. საიდუმლოს გარკვევის შემდეგ დეინერისი ცდილობს, საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნას, მაგრამ ჯონი დისტანცირდება, რის გამოც ის მიტოვებულად გრძნობს თავს.

ბენიოფის თქმით, მოვლენები სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, დეინერისის ბნელი მხარე არ გამოჩნდებოდა.

"სერსეის მისთვის რომ არ ეღალატა, მისანდეისთვის თავი რომ არ მოეკვეთა, ჯონს საიდუმლო რომ არ გაეცა, ეს ყველაფერი სხვანაირად რომ მომხდარიყო, არ მგონია, დეინერისის ეს მხარე გვენახა", — ამბობს ის.

ბენიოფი განმარტავს, რომ ბნელი მხარე თავიდანვე აჩვენეს მაყურებელს. მაგალითად მან პირველ სეზონში ვისერისის სიკვდილის სცენა მოიყვანა. მისი თქმით, ვისერისი საშინელი ძმა იყო, მაგრამ სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ რეაგირებდა დეინერისი მტრების სიკვდილზე.

ვაისი განმარტავს, რომ დეინერისს ქალაქის გადაწვა წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და ამისთვისაც არსებობდა მიზეზი.

"მან დაინახა წითელი კოშკი, რომელშიც სერსეი იყო და სახლი, რომელიც მისმა ოჯახმა ააშენა 300 წლის წინ. ის უყურებდა სიმბოლოს ყველაფრისას, რაც მას წაართვეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა დეინერისმა, რომ ეს ბრძოლა პერსონალური იყო".

პროდიუსერი განმარტავს იმასაც, რატომ იქცა დეინერისი უბრალო ჯალათად და არ ჩანდა მისი ემოციები, როცა ეს აშკარად ემოციური გადაწყვეტილება იყო.

"ასეთ გრძელ ისტორიებში ყოველთვის გმირებზეა ფოკუსი. არ ექცევა ყურადღება იმ ადამიანებს, რომლებზეც გავლენას ახდენს ამ გმირების გადაწყვეტილებები. ჩვენ გვინდოდა ყურადღება ამ დროს ქვევით განვითარებულ მოვლენებს დათმობოდა. რეალურად, ხალხმა იზღვია დეინერისის გადაწყვეტილებების შედეგი".

 

                                       

მსგავსი სიახლეები

ზუმერული ფასები აწ უკვე მაკბუქებზე!

20 მაისი 2019
დეტალური ინფორმაციისთვის...
დეტალურად

The City Where Women Run The Nightlife!

20 მაისი 2019
თბილიში გართობა პოლიტიკური განხადებაა...
დეტალურად

4 რჩევა, როგორ ვიფრინოთ იაფად და კომფორტულად!

17 მაისი 2019
ოგზაურობისას ფულსაც დაზოგავთ...
დეტალურად

ფასდაკლება კლუბ 71-ში!

16 მაისი 2019
30%- იანი ფასდაკლება საბავშვო აუზზე...
დეტალურად