IPOVE.GE News

რეკლამები გასული საუკუნიდან!

03 მაისი 2019

რეკლამა უძველესი დროიდან მოყოლებული ჩვენი დამოკიდებულებებისა და ქცევის ჩამოყალიბებაზე ერთ-ერთი მთავარმოქმედი ფაქტორია. მარტივი ილუსტრაციებიდან, შემდეგ ტელე-რადიო კომერციითა და დღეს უკვე სოციალური მედიით, მარკეტინგი ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა მხრიდან იჭრება.

წარმოგიდგენთ ვინტაჟურ სარეკლამო ილუსტრაციებს, რომლებიც საინტერესოა, არა მხოლოდ ვიზუალით, ასევე შინაარსით, რომელიც რასისტული, სექსისტური და შეურაცხმყოფელიცაა. დღეს მათი უმეტესი ნაწილის გამოყენება არაეთიკური იქნებოდა.

 

  •  “ანახე მას, რომ ეს სამყარო კაცს ეკუთვნის”. ჰალსტუხის რეკლამა.

  • “შეაბოლე სახეში და ის ყველგან გამოგყვება”. არომატიზებული სიგარეტის რეკლამა.

  • “ნამდვილი სიამოვნება” . ტკბილი გაზიანი სასმლის რეკლამაში ჩვილი ბავშვია გამოყენებული.

​​​​​​​

  • კოკაინის კბილის გამაყუჩებელი წვეთები 15 ცენტად.

​​​​​​​

  • “წვერის საწრთობი”

​​​​​​​

  • “დედა რატომ არ გბანს “FAIRY”(ჯადოსნური) საპნით?”

​​​​​​​

  • “ჩვენ გამოვიყენებთ “ქლორინოლის” სოდას და გავხდებით ამ თეთრი ნიგერის მსგავსი”. მათეთრებლის რეკლამა.

​​​​​​​

  • ექიმების გამოყენება სიგარეტის რეკლამაში, გასულ საუკუნეში ტრენდადაც იყო ქცეული. “უფრო მეტი ექიმი ეწევა “ქემელს” , ვიდრე რაიმე სხვა სიგარეტს”.

​​​​​​​

  • იყო დრო, როდესაც წონაში მატება იყო მოდური და სასურველიც. ასე რომ, გამოჩნდა რეკლამები წონაში მარტივად მომატების ხერხებზე. “კაცები არ მიყურებდნენ როცა გამხდარი ვიყავი”.

​​​​​​​

  • ბროშურა ცოლის “გაწვრთნის” შესახებ.

​​​​​​​​​​​​​​

  • ბროშურა ქმრის “გაწვრთნის” შესახებ.

​​​​​​​

  • “ყველაფერ საუკეთესოს ცხოვრებაში “ცელოფნით” ვიღებთ”. იყო დრო, როცა მსოფლიო “პარკებს” ადიდებდა, დღეს კი – ამ გარემოს დამაბინძურებელ ნაწარმს ებრძვის.

​​​​​​​

 

 

მსგავსი სიახლეები