"ჰოროსკოპით რა ხარ?" - ეს შეკითხვა ახალდაწყებულ საუბარში ყოველთვის იჩენს ადგილს. ადამიანთა დახარისხება მათი ნიშნის მიხედვით ძალიან უცნაურია თუ დაუფიქრდებით, ჩვენ მის გაცნობამდე ვიქმნით წარმოდგენას თუ როგორი უნდა იყოს ის, თუ როგორად წარმოგვიდგენია ტიპური სასწორი, მორიელი... ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება ვარსკვლავების მიხედვით მუდამ აქტუალური თემაა. ყოველდღიური ჰოროსკოპის კითხვა სიამოვნებისთვის შეიძლება, მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ჩვენი ცხოვრება ამ ჰოროსკოპის მიხედვით მიმდინარეობს.
რა არის ასტროლოგია? - პარამეცნიერების დარგი, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახელების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება.
წარმოგიდგენთ 10 მიზეზს თუ რატომ არ უნდა გვჯეროდეს მისი.
10. ასტროლოგია და რასიზმი ერთმანეთთან ერთგვარად მჭიდრო კავშირშია
რასიზმისა და ასტროლოგიის ძირითადი პრინციპი საკმაოდ მსგავსია. კონცეფცია შემდეგში მდგომარეობს - ადამიანის განსჯა იმის მიხედვით, თუ რაც მის ძალას არ ექვემდებარება, როგორიცაა მაგ., კანის ფერი, დაბადების თარიღი და დრო. ასტროლოგია და რასიზმი შეიძლება სტერეოტიპებადაც კი მივიჩნიოთ, რადგან ისინი გულისხმობენ ადამიანის გარეგნულად (ან მასზე არსებული მცირე ინფორმაციის მიხედვით) განსჯას. კირჩხიბი ემოციურია, ვერძი ლიდერია და სხვა. ეს ისეთივე უაზროდ ჟღერს როგორც იმის დაჯერება თითქოს ადამიანი კრიმინალია, მისი კანის ფერის მიხედვით. ხალხი უნიკალურია და მათი განსჯა მათი მზის ნიშნის მიხედვით უაზროდ ჟღერს.
9. პლუტონის "არსებობა".
ჰოროსკოპი არის ასტროლოგიის წინასწარმეტყველება. იგი ხელმძღვანელობს ციური სხეულების გადაადგილებით, პლანეტების მოძრაობა განაპირობებს გავლენას ადამიანთა სიცოცხლეზე. ტექნოლოგიური მიღწევების დახმარებით მუდმივად ხდება ახალი პლანეტების აღმოჩენა. პლანეტებს ზოგჯერ ამ წოდებას მიანიჭებენ, ხანდახან კი ხდება რომ წაართმევენ. ერთი დეკადის წინ პლუტონს პლანეტა არ ერქვა, ის 1930 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ის 2006 წელს აღიარეს პლანეტას. ამ ლოგიკას თუ გავუყვებით 1930 წლიდან 2006 წლამდე ადამიანები სულ სხვა ჰოროსკოპებით ხელმძღვანელობდნენ და მათი რეალობა სხვაგვარი იყო.
8. შენი ნიშნის ქვეშ სხვებიც არიან?
ერთი უნიკალური ჰოროსკოპი არის უბრალოდ ილუზია, მსოფლიოს დასახლება 7,6 მილიარდია, სულ 12 ჰოროსკოპის ნიშანია. მსოფლიოში ყოველ წამს ძალიან ბევრი ადამიანი იბადება ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე დროს. ეს აბსოლუტურად უარყოფს ინდივიდუალური ან/და უნიკალური ჰოროსკოპის არსებობას.
7. ასტროლოგიური პროგნოზები საკმაოდ ძვირიანია, ისინი თქვენს წინასწარმეტყველებას დიდ ფასს დაადებენ. ოდესმე გინახავთ ასტროლოგი რომელიც აღიარებს საკუთარ შეცდომას? ის უბრალოდ ამბობს "ამ ჯერზე არ გაგიმართლა", "ან ჯერ შენი დრო არ არის". ისინი აბრუნებენ ფულს მაშინ როდესაც მათი წინასწარმეტყველება არასწორია? არა, ეს იმას ნიშნავს რომ რასაც ისინი ამბობენ ყველანაირი გარანტიის გარეშე ითქმის. აქ რისკის ქვეშ მხოლოდ თქვენი ფულია.
6. მზის პოზიცია მბრუნავი დედამიწისადმი ქმის ზოდიაქოს ნიშნებს - კურო, ვერძი, ტყუპები, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, თხის რქა, მერწყული, თევზი, სასწორი, მორიელი, მშვილდოსანი. მანამდე ეს ნიშნები ვარსკვლავების პოზიციის მიხედვით განისაზღვრებოდა. პრეცესიის გამო, მზის უმაღლესი წერტილი გადაიხარა დასავლეთისკენ 30 გრადუსით, ეს პროცესი ბოლო 2200 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამიტომ აქამდე არსებული ზოდიაქო და ამჟამინდელი ერთმანეთს არ ემთხვევა. დამტკიცებულია რომ უნდა იყოს 13 ზოდიაქოს ნიშანი და არა 12. ანუ მე13 ნიშნის აღმოჩენა უკვე ძალიან დიდი ცვლილებებს იწვევს ადამიანთა ჰოროსკოპებში. და ახლა რა იქნება შენი ნიშანი?
5. განსხვავებული შეხედულებები.
დაკვირვებულხართ რომ სხვადასხვა საიტზე განსხვავებული ინფორმაცია დევს? სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვას იძახის? ეს ეჭვქვეშ გაყენებთ თუ რა უნდა დაიჯეროთ.
4. ხალხს სჯერა ასტროლოგიის რადგან ეს მათ დაემართათ. "ბარნუმის ეფექტის" მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ადამიანებს მოსწონთ ის ჰოროსკოპი რომელიც თეორიულად მათთვისაა შექმნილი, ისინი შემდეგ აღარ აკვირდებიან რომ ტექსტში მოცემულია ზოგადი ტერმინები და დახასიათება. ჰოროსკოპების პროგნოზები განზოგადებულია, ისე რომ ის მარტივად მოერგება ბევრ ადამიანს.
3. მეცნიერებას აქვს ფაქტები იმის შესახებ რომ დაბადების თვეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ადამიანზე, ოღონდ ეს გულისხმობს მის ორგანიზმში არსებულ ქიმიკატებს. ეს არაა იმის გამო რომ ის კონკრეტული თანავარსკვლავედის ქვეშ დაიბადა. დამტკიცდა რომ სეზონს აქვს დიდი გავლენა ნეიროტრანსმიტერებზე.
2. ადამიანებს სჯერათ ასტროლოგიის იმდენად, რომ ისინი ნახულობენ ჰოროსკოპს ყოველი პატარა მიზეზით. იდეალური დროის პოვნა ქორწილისთვის, ახალ სახლში გადასვლისთვის, სამსახურისთვის და სხვ. ასტროლოგია დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში. ეს წარმოადგენს ფულის გამომმუშავებელ ინდუსტრიას: სატელევიზიო გადაცემები, ვებ-გვერდები, ჟურნალები და სხვ.
1. როდესაც ადამიანი უბრალოდ კითხულობს მის ყოველდღიურ ჰოროსკოპს, რაღაც პროცენტით სჯერა რომ მასში არის რაიმე სერიოზული - ამას არაუშავს. ხალხი ყოველთვის ეძებს მიზეზს თუ რატომ დაემართათ რაიმე მათ. ესეთი ადამიანები პასუხებს პოულობენ ასტროლოგიაში. ისინი ხშირად ჰოროსკოპის უკან პოულობენ ყველაფრის მოხდენის მიზეზს ან საბაბს - ეს უკვე სცდება ნორმას, ისინი დამოკიდებულნი ხდებიან ზოდიაქოზე და მათ მიხედვით იწყებენ დღეს და ასრულებენ ღამეს.