IPOVE.GE News

ქართველი ძმები, რომლებიც საქართველოს სნიკერების საერთაშორისო რუკაზე ნიშნავენ!

18 აპრილი 2019

დიდი დრო არ არის გასული, რაც ვოგს ახალი რუბრიკა ‘მიდი, შეეკითხე ანას!’ დაემატა, სადაც ვოგის მთავარი რედაქტორი, ანა ვინტური უცხო ადამიანების კითხვებს პასუხობს. ერთ-ერთი საინტერესო პასუხი, რომელიც ამ რუბრიკის ფარგლებში ანასგან მოვისმინეთ, კომფორტული სტილის მნიშვნელობას ეხებოდა: 
„ქალები ითხოვენ კომფორტს,რაც გასაგებია. წლების წინ, მე მახსოვს ქალები სამსახურში სნიკერებით მიდიოდნენ, თუმცა როგორც კი ოფისში მივიდოდნენ, ჩანთიდან ქუსლიან ფეხსაცმელს იღებდნენ. დღეს სნიკერები არის ყველგან"

                                                              “

 

 ფორბსმა ახალი სტატია გამოაქვეყნა ძმებზე, რომლებიც გამოცემის თქმით, საქართველოს სნიკერების საერთაშორისო რუკაზე ნიშნავენ. სტატიიდან ვიგებთ, რომ 29 წლის გიორგი და 22 წლის შოთა მიქაიები აფხაზეთიდან არიან და საკუთარი ბრენდი 2016 წლის ნოემბერში შექმნეს. გიორგი მიქაია ფორბსთან ინტერვიუში:

„როდესაც ბავშვი ვიყავი, მომწონდა დამტვრეული სათამაშოების ნაწილებისგან ახალი ნივთების შექმნა და იმად ქცევა, რისთვისაც შემეძლო ჩემი შემოქმედების დარქმევა, ეს პროცესი ძალიან მაბედნიერებდა და მართობდა. სწორედ მაშინ დავიწყე ოცნება, რომ შემექმნა პროდუქტი, რომელსაც მთელი მსოფლიო გაიცნობდა. თუმცა, იმ დროს წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს პროდუქტი მოდური სნიკერები იქნებოდა. ფეხსაცმლის შემქნის იდეა 2015 წელს გაჩნდა. მე და ჩემს ძმას ყოველთვის მოგვწონდა სნიკერები და თვალს ვადევნებდით მარკეტს, თუმცა არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა მოდის სფეროში გამოცდილება. მე გრაფიკული დიზაინერი და ბრენდინგის სპეციალისტი ვიყავი, შოთა კი ელექტრონული კომერციის სპეციალისტი. ჩემი გრაფიკული დიზაინისა და მხატვრობის ნიჭი ფეხსაცმლის შემქნას მოვარგე და 2015 წელს გადავწყვიტეთ სტარტაფი შეგვექმნა და ამ პოტენციალით გავმხდარიყავით გლობალური ბრენდი. ფეხსაცმლის შექმნაზე ექსპერიმენტები თავდაპირველად მეგობრის ატელიეში დავიწყე. ეს პროცესი ჩემს ბავშვობას მახსენებდა, როდესაც ვცდილობდი სხვადასხვა ნივთები შემეერთებინა ახლის შესაქმნელად. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ფეხსაცმლის დიზაინი იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. CROSTY ოფიციალურად 2016 წლის ნოემბერში გაიხსნა.“

 

                                                                 

 

„შეზღუდული რესურსებით, რომელიც ჩემი და შოთას ხელფასებისგან შედგებოდა, დავიწყეთ კოლექციის პროტოტიპების შექმნა. ჩვენ შევქმენით ვიზუალური კომუნიკაციები CROSTY-ის ბრენდისთვის, შევიმუშავეთ ონლაინ კომერციული პლატფორმა და დავსახეთ კომპანიის სტრატეგია. ვიცოდით სად იყო ჩვენი მაქსიმუმი და ამიტომაც დაიწყო ინვესტიციების მოძიების პროცესი. 2016 წლის დასაწყისში შევხვდით ჩვენს პარტნიორ ლევანს, მას იდეა მოეწონა და მეგობრებთანნ ერთად ჩვენს კომპანიას შემოუერთდა. მოგვიანებით კი საბანკო დაფინანსებაც გამოვიყენეთ.“

 

                                                                   

 

„წარწერა ფეხსაცმელზე ქართული დამწერლობით არის. ქართული იმ 14 დამწერლობიდან ერთ-ერთია, რომელიც მსოფლიოში კვლავ გამოიყენება. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება. წარწერა არის 
„თავისუფლება,“ რაც მოდის სიტყვებიდან : „თავი“ და „უფალი.“ გვახსენებს, რომ საკუთარი ბედის პატრონები თავად ვართ.“

მიქაიების CROSTY აერთიანებს უნისექს კოლექციას მინიმალისტური და თანამედროვე ელემენტებით. 

 

მსგავსი სიახლეები