ჯულია ბორზუცკა პოლონელი არტისტია, ის ვარშავაში მოღვაწეობს და სამყაროს თავისი შთამბეჭდავი ნამუშევრებით აოცებს. ის ინტერნეტში ცნობილი ადგილის ფოტოებს იძიებს და მას თავისებურად ამუშავს: შედეგად კი ვიღებთ სურეალისტურ სურათებს.
სამყაროში გიგანტური გოგონა თვითმფრინავს იჭერს, ზოგი ღრუბლებში ცურავს, ზოგიც კი დასაძინებლად ცათამბრჯენებს შორის გაბმულ ჰამაკს აკითხავს.
ჯულიას სურდა, რომ მისი ცხოვრება ვიოლინოსთვის მიეძღვნა, მაგრამ ხელის ტრამვამ ყველაფერი შეცვალა. მან გადაწყვიტა ამ ახალი გატაცებით დაკავებულიყო.