IPOVE.GE News

„პოკემონი. დეტექტივი პიკაჩუს“ თაყვანისმცემლები დატროლეს!

08 მაისი 2019

                                                                                        

Youtube-ზე რაიან რეინოლდსმა ისევ დატროლა თაყვანისმცემლები. ამჯერად მან თავი მოაჩვენა, თითქოს ინტერნეტში ფილმის "პოკემონი. გამომძიებელი პიკაჩუ"-ს ახალი, სრული ვერსია გამოქვეყნდა. ფილმში რეინოლდსი მთავარ როლს ასრულებს.

                                                                                          

თავის ტვიტში, რეინოლდსმა Youtube-ის ბმული გააზიარა და პოსტში ფილმის ოფიციალური გვერდი და სტუდია Warner Bros.-ი დათაგა, ვითომდა ყურადღების გასამახვილებლად.

ბმულზე გადასვლის შემდეგ, დასაწყისში ჩანს ფილმის შემქმნელი კომპანიის რეკლამა, შემდეგ კი ვიდეოში პიკაჩუ ცეკვავს. ვიდეოს ხანგრძლივობა 1 საათი და 42 წუთია. 

 

 

                                                                                                                          

 

მსგავსი სიახლეები