IPOVE.GE News

მხედველობის კორექცია რამდენიმე წამში!

19 აპრილი 2019

   

       ფემტო-ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს კომფორტულად ცხოვრება - სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე. სწორედ ამ მომსახურებას გთავაზობთ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი!

 

                                                                                              >>>> https://www.ipove.ge/company/Newhospitals/610 <<<<

 

ნიუ ჰოსპიტალსი გიწვევთ სპეციალურ შეხვედრაზე მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ, შესაძლებლობა გაქვთ დაესწროთ შეხვედრას და მიიღოთ პასუხი თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მხედველობის ლაზერული კორექციის შესახებ. ის რამდენჯერმე ჩატარდება:  3, 17 და 31 მაისს, 17:00-ზე

კრწანისის N12-ში, ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში:    https://www.facebook.com/events/648615392255991/

 

*ფემტო-ლაზერით მკურნალობა შესაძლებელია 18 წლიდან ასაკის პირებისთვის

 

                                         

 

მხედველობის ლაზერული კორექცია რეფრაქციულ ქირურგიას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც ხდება მხედველობის გაუმჯობესება. რეფრაქციული ქირურგია აუმჯობესებს თვალის ფოკუსირების უნარს, რამდენადაც ფორმას უცვლის რქოვანას და თვალის გამჭვირვალე წინა ნაწილს.  ფემტო-ლაზერით ჩატარებული რეფრაქციული პროცედურა უსაფრთხოა და პაციენტების 99% უუმჯობესდება მხედველობა, ხოლო 96% - სრულად აღუდგება მხედველობა. მხედველობის დეფექტების უმრავლესობა, რაც სწორდება სათვალით ან კონტაქტური ლინზით, ექვემდებარება ლაზერულ მკურნალობას. 

მხედველობის ლაზერული კორექციის პროცედურა ხანმოკლე და უმტკივნეულოა. პროცედურა რამდენიმე წამს გრძელდება და პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილს, რამდენადაც პროცედურის წინ თვალის გაუტკივარება ხდება სპეციალური წვეთებით (ტოპიკური ანესთეზიით). პაციენტმა პროცედურის მიმდინარეობის დროს შესაძლოა იგრძნოს წნევა, მაგრამ არა ტკივილი. 

 

                                                                     

ფემტო-ლაზერული ქირურგია მიეკუთვნება ამბულატორიულ პროცედურას, შესაბამისად საავადმყოფოში ღამის გატარება საჭირო არ არის. პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი ერთ თვეს გრძელდება, რომლის დროსაც პაციენტები მოიხმარენ თვალის წვეთებს. პაციენტები გაივლიან ექიმის კონსულტაციას პროცედურის მეორე დღეს და განმეორებით - პროცედურიდან რამდენიმე კვირაში. პაციენტების უმრავლესობა რამდენიმე დღეში სრულად რეაბილიტირდება. მხედველობა სრულად აღდგება ლაზერული პროცედურიდან ორ-სამ კვირაში.

ფემტო-ლაზერით შესაძლებელია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექცია. ფემტო-ლაზერული ქირურგია არის საუკეთესო ტექნოლოგია მათთვის, ვისაც სურს კომფორტულად ცხოვრება - სათვალის ან კონტაქტური ლინზების გარეშე.

 

                                                                         

                                                                   

 

პირველი ფოტორეფრაქციული კერატექტომია (PRK) 1987 წელს ჩატარდა, ხოლო პირველი LASIK ოპერაცია - 1990 წელს. მას შემდეგ ლაზერული ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად განვითარდა და 1997 წელს კომპანია კარლ ცაის მედიტეკმა (Carl Zeiss Meditec) გაუსის ლაზერული სკანირება და პირველი ინტეგრირებული ტოპოგრაფიულად მართვადი მკურნალობის მეთოდი წარმოადგინა.

ფემტო-ლაზერი არის ულტრამოკლე ინფრაწითელი იმპულსების ერთობლიობა, რამაც ჩაანაცვლა ქირურგიული დანა. თითოეული იმპულსის ხანგრძლივობა არის წამის ფემტოსეკონდი, ანუ ერთი მეკვადრილიონედი (10-15). ფემტო-ლაზერის ათასობით იმპულსი იკრიბება ერთ წერტილში და წინასწარი დაპროგრამების საშუალებით განსაზღვრავს რქოვანაზე კვეთის სიღრმეს. ლაზერის თითოეული იმპულსი წარმოქმნის მიკროსკოპიულ აირს, რომელიც აშრევებს რქოვანას ახლომდებარე ქსოვილისგან.

 

                                                                     


* დამატებითი კითხვებისთვის და ამომწურავი ინფორმაციისთვის ფემტო-ექსიმერული ლაზერით მხედველობის კორექციის შესახებ, მიმართეთ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს.

 

                                                                          

მსგავსი სიახლეები