IPOVE.GE News

Mercedes-Benz_ის ივენთი 10 აგვისტოს ჩატარდება!

24 ივლისი 2019

Mercedes-Benz-Event - 10 აგვისტო

სასტუმრო Sheraton Batumi Hotel-ის აუზი 

განსაკუთრებული საღამო, გემოვნებიანი მუსიკა და მთავარი სიურპრიზი, House მუსიკის ლეგენდა Milk&Sugar 

Milk&Sugar 1997 წელს მიუნხენში ორი არტისტის მიერ დაფუძნებული მუსიკალური პროექტია, ისინი სწრაფად გახდნენ საერთაშორისო ბრენდის სინონიმი მაღალი ხარისხის საცეკვაო მუსიკისა და უნიკალური ჟანრობრივი სინთეზით, რომელიც მოიცავს Funky, House და Disco ჟღერადობებს, მათი რელიზების უმეტესობა გამოცემიდან რამოდენიმე დღეში სრულიად იყიდება.
Mike Milk (Michael Kronenberger)-ის და Steven Sugar (Steffen Harding)-ის მიერ დაარსებული ლეიბლი გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და ისეთი შთამბეჭდავი არტისტებით, როგორებიც არიან - David Morales, Damien J. Carter, Tim Deluxe და Robbie Rivera.
2000 წელს მათ გადაეცათ German Dance Award-ის ჯილდო - წლის საუკეთესო დამოუკიდებელი ლეიბლი. 22 წლის განმავლობაში Milk & Sugar ქმნის საცეკვაო მუსიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან House მუსიკას, მათი ალბომები მოიცავს არაერთ გლობალურ ჰიტებს, რომლებიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ბილეთების ფასი - 50 ლარი 

https://tkt.ge/event/preview/199424/e50fa9fc-71a3-48ab-98bd-3a5ab9fac943?fbclid=IwAR2QcXV8Zzl5D1EfYs5TGQe-MGNxq79GRLgycITu88OgcnOjQe0xySNoXuY

 

 

მსგავსი სიახლეები