IPOVE.GE News

კომპანია "apple" ახალ აიფონ 11-ს წარმოგვიდგენს!

14 ივნისი 2019

გამოცემა TechRadar-ის პროგნოზით, Apple-ი ახალ iPhone-ს სექტემბერში გამოუშვებს და მისი ღირებულება $999 აშშ დოლარიდან დაიწყება.

 

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ახალ iPhone-ს, სავარაუდოდ, სამი უკანა კამერა ექნება, რაც ფოტო-ვიდეოგადაღების ხარისხს გააუმჯობესებს. მობილურს წინა მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებული ექნება ბატარეაც.

შეიძლება თქვენი iPhone-ის უკანასკნელი მოდელი წყალგაუმტარია, თუმცაღა წვიმაში თქვენ ეკრანზე წერა მაინც გაგიჭირდებათ, სწორედ ამიტომ კომპანია Apple-მა გამოსავალი იპოვა და ახალ iPhone 11-ის გამოშვებას გვპირდება, რომელიც მთლიანად წყალგაუმტარი იქნება. Iphone-ის ახალი მოდელი გაყიდვაში 2019 წელს გამოვა, სავარაუდო თარიღი კი 20 სექტემბერია.

 

 

როგორც ცნობილია "აიფონ 11" იქნება "აიფონ X"-ის მასიური განახლებული და მოდერნიზებული ვერსია. ასევე კომპანია "აიფონ 11"-თან ერთად წარმოადგენს თავიანთ ორ ახალ სმარტფონსაც. როგორც ჩანს ჩვენ გვექნება შესაძლებლოვა ვიხილოთ "აიფონ XS", "აიფონ 9" და "iPhone 11 Plus".  

 

 

როგორც ცნობილია "აიფონ 11" მიიღებს 10%-ით უფრო მძლავრ ელემენტს და ასევე "სწრაფი დატენვაც" იქნება მის ფუნქციებში. 

 

 

მსგავსი სიახლეები