IPOVE.GE News

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

18 ივლისი 2019

მოგესალმებით,

გვინდა ჩვენი და ფსიქოთერაპიის სახლის, ‘კამარას’, ერთობლივი პროექტის შესახებ გიამბოთ. ვფიქრობთ, საზოგადოების ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს დიდი ხნის განმავლობაში აკუმულირებული სტრესი, რომელსაც საჭირო ინფორმაციის ნაკლებობის გამო სათანადოდ არ ვუმკლავდებით. დროის გასვლასთან ერთად კი, ეს სტრესი ძლიერდება და საბოლოოდ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცევა.

‘ცისკარი’ და ‘კამარა’ ამ მოცემულობას ყურადსაღებ საზოგადოებრივ გამოწვევად მივიჩნევთ და ამიტომ, ვაფუძნებთ ჯანსაღი ფსიქიკის თვითდახმარების ჯგუფს. პერიოდულად ჩვენ ცისკარში შევიკრიბებით და ვისაურბებთ ფსიქიკის სიჯანსაღის აქტუალურ თემებზე. ჩვენს სესიებს ‘კამარას’ სპეციალისტები გაუძღვებიან და დაგვეხმარებიან ვისწავლოთ თუ როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს და ჩვენს გვერდით მყოფებს.

პირველი სესიის თემაა „შფოთვა“, ალბათ დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური პრობლემა. შფოთვა გამოწვეული ცხოვრების წესით, რუტინით, გაუცხოებით... ჩვენ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ, 24 ივნისს, ცისკარი პლატფორმაზე. სესიას გაუძღვება, ფსიქოლოგი, ნინო კომახიძე.

ღონისძირებაზე დასწრება თავისუფალია და მივესალმებით ყველას, ვინც თვლის, რომ საჭიროებს ინფორმაციას, სურს უბრალოდ ილაპარაკოს და იპოვოს ადამიანური ემპათია ან თვლის, რომ მის ნაცნობს, მეგობარს, ოჯახის წევრს სჭირდება დახმარება შფოთვის გამკლავებაში.
 

მსგავსი სიახლეები