IPOVE.GE News

HBO-მ „სამეფო კარის თამაშებში“ Starbucks-ის ყავის კადრზე განმარტება გააკეთა!

07 მაისი 2019

HBO-მ „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში Starbucks-ის ჭიქის გამოჩენის მიზეზები განმარტა და თან იხუმრა. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

როგორც HBO-მ თქვა, ერთ-ერთ კადრში, სადაც Starbucks-ის ჭიქა ჩანს, ლატე ასხია, "თუმცა დეინერისმა მცენარეული ჩაი შეუკვეთა", - დაიძვრინეს ხუმრობით თავი სერიალის შემქმნელებმა. 

სერიალის აღმასრულებელმა პროდუსერმა ბერნი კოლფილდმა კი WNYC-ის რადიოს ეთერში ამ სკანდალურ კადრთან დაკავშირებით აღნიშნა: "როგორც მოგეხსენებათ, ვესტეროსი პირველი ადგილი იყო, სადაც Starbucks-ის ყავა გამოჩნდა".

სერიალის შემქმნელების მიერ დაშვებული ეს შეცდომა ფინალური სეზონის მეოთხე ეპიზოდში, მეთხუთმეტე წუთზეა. კადრში ჭიქა ჯერ ჩანს, შემდეგ კი ქრება. მაყურებლებმა ამ შეცდომის გამო სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი დაწერეს. მათ მიაჩნიათ, რომ ბოლო სეზონში, რომელზეც მუშაობა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, შემქმნელებს ასეთი შეცდომა არ უნდა გამოჰპარვოდათ. 

მსგავსი სიახლეები