IPOVE.GE News

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა!

10 ივნისი 2019

    WinExpo Georgia 2019 არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დააგემოვნოს საუკეთესო ღვინო და ალკოჰოლური სასმელები, შეხვდეს მეღვინეებს, გაეცნოს დარგის სიახლეებს, გაეცნოს ინოვაციებს და მრეწველობის განვითარების ტენდენციებს.

 

WINEXPO არის ერთადერთი სავაჭრო გამოფენა საქართველოში, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და ამ დარგებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე. ღონისძიება აერთიანებს ტრადიციულ სავაჭრო გამოფენას დამატებითი ღონისძიებების პროგრამასთან, რომლებიც იმართება გამოფენის პარალელურად. ამ სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი  გამოფენა რეგიონში, რომელიც სტუმრებს მთელი მსოფლიოდან წარუდგენს ეროვნული და საერთაშორისო ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფართო ასორტიმენტს და სხვა მსგავს პროდუქციას, ასევე გამოფენა მოიცავს ღვინის წარმოებას, განათლებას ღვინის სფეროში და ღვინისა და სფეროს მომსახურებას.

 

                                                                                       

 

თერთმეტ წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, მომავალი ღონისძიება მიზნად ისახავს მონაწილეებსა და ვიზიტორებს შესთავაზოს უკეთესი გამოცდილება. WINEXPO 2019 ინდუსტრიის პროფესიონალებს სთავაზობს მეტ შესაძლებლობებს, პერსპექტიული ბიზნეს პარტნიორობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანი კავშირების დასამყარებლად და ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში უახლესი ტენდენციების გასაცნობად.

მონაწილეთა პროფილი:
▪ ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
▪ ინგრედიენტები და დანამატები
▪ შეფუთვა და შესაფუთი მასალები
▪ სასუქები
▪ მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები
▪ სანერგეები
▪ მინა და მინის ნაწარმი
▪ აქსესუარები
▪ სერვისები

 

                                                                                     

 

WINEXPO GEORGIA - იზიდავს თითქმის 4000-ს ვიზიტორს ყოველწლიურად, წარმოადგენს 100-მდე კომპანიას სხვადასხვა ქვეყნებიდან და კონცენტრირებულია  ნაყოფიერი სამუშაო გარემოს შექმნაზე. ღონისძიებამ დაამტკიცა თავისი მნიშვნელობა ინდუსტრიაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

 

პარალელური ღონისძიება:
11-12 ივნისი
ღვინის მე-11 საერთაშორისო კონკურსი.

გამოფენისა და კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო


 საკონტაქტო ონფორმაცია:
expo@expogeorgia.ge
www.expogeorgia.ge
+995 32 234 11 00
+995 32 235 11 00

 სამუშაო საათები: 11:00-18:00
დასწრების ღირებულება: 10 ლარი.

 ნახეთ, დააგემოვნეთ, შეადარეთ!
 

მსგავსი სიახლეები