IPOVE.GE News

GR -Fest ელექტრონული მუსიკის ფესტივალი!

24 ივლისი 2019

GR -Fest ელექტრონული მუსიკის ფესტივალია,რომელიც ჩატარდება ღია ცის ქვეშ პეტრას ციხეზე.ფესტივალზე მოუსმენთ ხარისხიან ანდერგრაუნდ მუსიკას შავი ზღვის ფონზე.
ჩვენ განსხვავებულ გარემოს ვუქმნით საზოგადოებას და ამისათვის საქართველოს ულამაზეს ისტორიულ და უპრეცენდენტო ადგილებს ვიყენებთ.
სრული კონტრასტია შექმნილი ლოკაციასა და ივენთს შორის, რაც გაორმაგებულ ემოციებს იწვევს არტისტებსა და მსმენელთათვის, რასაც საბოლოოდ ბედნიერ,ჰარმონიულ და სიგიჟე დენსფლორთან მივყავართ. ფესტივალი არამარტო ლოკაციით გამოირჩევა,არამედ იმითაც რომ მუსიკისა და სახვითი ხელოვნების გაერთიანება მოხდება.
მხატვრებისთის ცალკე საგამოფენო სივრცე იქნება გამოყოფილი,რომელთა ნამუშევრებიც 3d პროექტორებით იქნება გაცოცხლებული,რაც ვიზუალებს შექმნის.
ფესტივალს წარადგენენ :KAVEl,GIORGI DEVADZE ,ORIM,ZAPA,YANAMASTE,Boyd Schidt,NEWA,FABRIZIO LAPIANA.

NEWA-თანამედროვე ელექტრონული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენელი და ადგილობრივი ტექნო სცენის უმნიშნელოვანესი ფიგურა .ის პირველი ქალი არტისტია, რომელმაც საკუთარი მუსიკა Ben Klock-ის ლეიბლზე Klockworks გამოსცა.მან მსოფლიოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან კლუბსა თუ ფესტივალზე დაუკრა.

ZAPA-მისი მუსიკალური მიმდინარეობები ბევრ ჟანრს მოიცავს, ჰაუს მუსიკიდან ტექნოს მძიმე ბითებამდე, დიფ ჰაუსის ჰარმონიითა და ტექ-ჰაუსის მხიარული და პოზიტიური ჟღერადობის გემოვნებიანი და გამორჩეული სეტებით. ის 2012 წლიდან არის კლუბ ბუდეს უცვლელი რეზიდენტი.
Kavel-ნიკა ყაველაშვილის სოლო პროექტია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა.თვითნასწავლი დიჯეი რომელმაც 5 წლის წინ დაიწყო დიჯეინგის შესწავლა, დღემდე აქტიურად ანვითარებს დაკვრის ტექნიკას და სელექციას.მისი სეტები გამოირჩევა House და Techno ელემენტების შერწყმით.

Yanamste-დიჯეი,რომელმაც მოკლედ დროში მოიპოვა აღიარება, როდესაც გამოუშვა სეტი "Odium" Hayes label-სთვის ეს იყო დიდი წარმატება მისთვის. Matrixxman გახსნა მისი სეტი Dekmanter ფესტივალი იანამას ტრეკით. მას დაუკრავს DVS1-თან Psyk-სა Lucy და ა.შ შემსრულებლებთან.

Boyd Schidt-ლოკალური ელექტრონული მუსიკის მიმდევარი 2000 იანი წლებიდან,იგი დიჯეის სკოლა კაფსულის ერთ ერთი პირველი მოსწავლეა . ის ცნობილია პროექტიდან Greenbeam and Leon .
მას აქვს Boyd Schidt სოლო პროექტი, რომელშიც უკრავს ტექნოს, დაბ ტექნოს, ემბიენთს.

GIORGI DEVADZE-თავისუფალი არტისტი ანდეგრაუნდ მოძრაობა clime პროექტის ავტორი.მისი DJ SET- ები ძირითადად ტექნო ემბიენტ ჟღერადობაზეა ორიენტირებული.მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ამერიკელმა მუსიკოსმა Mike Parker-მა.

FABRIZIO LAPIANA-თანამედროვე იტალიელი ტექნო არტისტი.მისი მუსიკალური კარიერა თავის მშობლიურ ქალაქ რომში დაიწყო, სადაც მან დაიწყო ვინილის და დიჯინგის 90-იანი წლების შეგროვება.
ცოცხალი აუდიტორიის ჩანაწერები ჯერ კიდევ მისი საყვარელი ელემენტია. Fabrizio აქვს honed და დახვეწილი მისი deejaying უნარები ,ამიტომ ცნობილია თავისი immaculate შერევის ტექნიკა.კომპოზიტორის ლაპიას უახლესი მიღწევაა მისი სადებიუტო ალბომი "ინტრავერსი", რომელიც გამოაქვეყნა 2018 წლის თებერვალში.

Art stage-მხატვრების გამოფენა-გაყიდვა:სალომე გულორდავა,ლევან სამნაშვილი,გვანცა აფხაიძე.

გაითვალისწინეთ!!! გაუფრთხილდეთ გარემოს,გავუზიაროთ ერთმანეთს სიყვარული სითბო და დადებითი ემოციები.

 

მსგავსი სიახლეები