IPOVE.GE News

გასაუბრება - ის, რისი თქმაც ჩაცმულობით გინდათ!

15 ივნისი 2019

გასაუბრებისთვის შესაბამისად ჩაცმის საკითხი მუდამ აქტუალური იყო და იქნება, ფსიქოლოგიის მხრივ რომ მივუდგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი შთაბეჭდილებაა, რომელიც გარეგნული იერსახიდან რჩება ადამიანს. რა თქმა უნდა, გააჩნია რა პოზიციაზე არის ვაკანსია, როგორი შთაბეჭდილების დატოვება გვინდა და რა ნიუანსები არის გასათვალისწინებელი.

 

                                                                                      

 

  1. ფორმალური ბიზნეს გასაუბრება

ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯობს ფორმალური ჩაცმულობა, ეს შეიძლება გულისხმობდეს შარვალ-კოსტუმს, ან პერანგს. ქალებისთვის ძირითადად ქვედაბოლო ან კლასიკური შარვალი, თეთრ ზედატანთან ერთად. ასევე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ფერებს, აუცილებლად თავიდან აარიდეთ ღია ფერებს და ასევე ზედმეტად ამოღებულ ზედატანს, ამის გამო შეიძლება ზედმეტად გამომწვევად ჩაგთვალოთ მომავალმა უფროსმა.

 

2. შედარებით არაფორმალური ბიზნეს გასაუბრება (casual)

ამ დროს შესაძლებელია გაცილებით თავისუფლად ჩავიცვათ, რადგან არ არის იმდენად დატვირთულობა სამოსზე როგორც ეს ფორმალური ინტერვიუს დროს იქნებოდა. რა თქმა უნდა, მოკლემკლავიანი მაისურები ამ შემთხვევაშიც არაა მისაღები. როდესაც არ ხართ დარწმუნებული როგორ ჩაიცვათ ან რა დრესკოდია, ჯობს ყოველდღიურ სამოსზე მეტად ფორმალურად ჩაიცვათ, მაგალითად ხაკისფერი შარვალი და პოლო მაისური ან პერანგი.

 

 

3. არაფორმალური ინტერვიუ (casual)

როდესაც შეხვედრა სტარტაპ კომპანიაშია, ამ შემთხვევაში ნაკლებად უყურებენ ჩაცუმლობას , მათ უფრო აინტერესებთ ის რისი შემოთავაზებაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი უნარებითა და ცოდნით. აირჩიეთ ის რაშიც იქნებით კომფორტულად მაგრამ მაინც პრეზენტაბელური იქნება, მუქი ჯინსები, ხაკისფერი სამოსი.

4. თმა და მაკიაჟი -  რა თქმა უნდა მოწესრიგებული უნდა იყოს, ზედმეტად დამუშავებულს/ გადატვირთულს ჯობს შედარებით უბრალო და მოწესრიგებული იყოს, რა თქმა უნდა, ჩაცმულობას უნდა შეესაბამებოდეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები