IPOVE.GE News

გაატარე საუკეთესო დრო საქართველოს მთებში!

03 მაისი 2019

   ზაფხული არის საუკეთესო სეზონი საქართველოს მთებში სამოგზაუროდ. მზე ათბობს ამ ლამაზ ლანდშაფტს და თოვლი იწყებს დნობას. ეს ყველაფერი კი 4000 მეტრის სიმაღლეზე სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ასვლას შესაძლებელს ხდის. თქვენ ამისათვის მხოლოდ კარავი და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი გჭირდებათ.

  

                                                                                                      >>> https://www.ipove.ge/company/evatour/9839 <<<

                                                                    

 

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე პოპულარული სალაშქრო ბილიკია ჯუთა – აბუდელაურის ტბები. მარშრუტი იწყება ჯუთაში – ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტში. მისი სიმაღლეა ზღვის დონიდან 2200 მეტრი. თქვენ შეგიძლიათ ჯუთაში ავტოსტოპით მოხვდეთ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, რადგან უკანასკნელ 12 კილომეტრზე, სნოდან ჯუთამდე ადგილობრივები ფაქტიურად არ დადიან. აქ მხოლოდ ტაქსის მძღოლებსა და ტურისტულ გიდებს შეხვდებით. ასე რომ, თუ არ გინდათ დიდი ხნის განმავლობაში ლოდინი მოგიწიოთ ან 12 კილომეტრის ფეხით გავლა მოგიხდეთ, უმჯობესია დაიქირაოთ ტაქსი სტეფანწმინდაში (ყაზბეგი).

 

          

 

ჯუთაში არ არსებობს მობილური კავშირი, ამის გამო სჯობს მოახდინოთ რუკების ქეშირება, თუ იყენებთ მობილურ აპლიკაციას ნავიგაციისთვის. გარდა ამისა, უმჯობესია თან იქონიოთ გარე დამტენი თქვენი მობილური ტელეფონებისთვის. წყალზე არ ინერვიულოთ, ამ მარშრუტზე მრავლადაა მდინარეები, რომლის სასმელად გამოყენება უსაფრთხოა, თუ ირგვლივ ცხენები და ძროხები არ იმყოფებიან. რეკომენდებულია საჭმლის შეძენა სტეფანწმინდაში ან თბილისში, ვინაიდან საკვები ძვირია მთებში და არ არის ფართო არჩევანი.

 

                          

 

მარშრუტის დასაწყისში თქვენ შეგხვდებათ “ზეთა კემპინგი” და “მეხუთე სეზონი”. ისინი დამსვენებლებს სთავაზობენ საკარვე ადგილებს, კომფორტულ ოთახებს, რესტორანს ეროვნული კერძებით, ცხენებს და მრავალ სხვა გასართობს. მრავალი ადამიანი მიდის შაბათ-კვირას, რათა დატკბნენ ულამაზესი ხედებით მუსიკის ჰანგების ფონზე.

 

                                                                             

მსგავსი სიახლეები

Oktravel-ში აქციაა!

08 იანვარი 2020
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

Oktravel-ში აქციაა!

28 დეკემბერი 2019
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

იმოგზაურე ვოიაჟერ 365'თან ერთად!

27 დეკემბერი 2019
#ბოლონია_ფლორენცია_რომი
დეტალურად