IPOVE.GE News

გაატარე დაუვიწყარი დრო მოძრაობის თეატრში!

17 აპრილი 2019

"კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი" დაარსდა 2001 წელს. წარმოგიდგენთ მოძრაობის თეატრში ამ თვეში მიმდინარე ივენთებს, რომელთაც აუცილებლად უნდა დაესწროთ!

 

1. იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი "ქარიშხალი" - ვილიამ შექსპირი

მილანის კანონიერ მთავარს - პროსპეროს, თავისი ძმა - ანტონიო უკანონოდ წაართმევს ტახტს. პროსპერო შემთხვევით გადაურჩება სიკვდილს და კუნძულზე აღმოჩნდება თავის ქალიშვილ - მირანდასთან ერთად, სადაც ჰაეროვანი სული - არიელი და მახინჯი მონა - კალიბანი ცხოვრობს. პროსპერო ზებუნებრივი ძალებს დაიმორჩილებს. ერთ დღეს, ზღვაში გასულ ნეაპოლის მეფის - ალონზოს გემს, რომელზეც ანტონიო იმყოფება ქარიშხლის ალყაში მოაქცევს ...

>>>>  https://www.facebook.com/events/808673442798538/

                                                                 

                  

 

2. სპექტაკლი "პარადისო" - ირაკლი ხოშტარიას თოჯინების სპექტაკლი ერთ მოქმედებად, რომელიც The Guardian -მა და independent-მა 50 რეკომენდირებულ სპექტაკლს შორის დაასახელა.

სპექტაკლის მოქმედი პირები ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადარი - პიპო, იშაი, სერ რობერტი და მომვლელი ქალი ბონიტა არიან. მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები, მათი ხასითების თავისებურებები...

>>>>> https://www.facebook.com/events/2273009809577191/

                                                                                  

                     

 

3. ყოველ ოთხშაბათს მოძრაობის თეატრში - A Lo Cuban Night's


კუბელი მოცეკვავის ინდირა რეის თანამედროვე ცეკვების მასტერკლასი, ცოცხალი მუსიკის თანხლებით.

 

>>>> https://www.facebook.com/events/2415385938747977/

                

 

4.  მუნჯი კინოს ხერხით დადგმული კომედია / Mute Movie

აურზაური, რომელიც ერთ დღეს ხდება ასტიგმატისტების ოჯახში, კომიკურ სამყაროში გამოგზაურებთ.

”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, თუმცა მათ შორისაც არის სხვაობა. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას. იუბილარი მამა გამოუსადეგარ საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგო შეყვარებულს ჩუმად ხვდება პაემნებზე.

>>>>https://www.facebook.com/events/2240490206201028/

 

                                                                        

                

 

 

"თეატრებს, სადაც მოძრაობის ენაზე ჰყვებიან ისტორიებს, არა აქვთ წარსული და მომავალი, რადგან ჩვეულებრივი თეატრებისაგან განსხვავებით, არასოდეს შემოდიან და გადიან მოდიდან. "
ჟან კოკტო

მსგავსი სიახლეები