IPOVE.GE News

ფილმები, რომლებიც მაისში აუცილებლად უნდა ნახოთ!

06 მაისი 2019

მაისის თვეში არაერთი საინტერესო ფილმი გამოდის, რომლებიც არ უნდა გამოტოვოთ.

 

პოკემონი დეტექტივი პიკაჩუ / Pokémon Detective Pikachu

პირველი იაპონური "ჯიბის მონსტრების" ვიდეო თამაში 1996 წელს გამოვიდა, რის შემდეგაც პოკემონმა პოპულარობა მოიპოვა, იქცა ანიმაციად და უკვე ფილმადაც.

ფილმის თრეილერი ნოემბერში გამოვიდა და 24 საათში 100 მილიონი ნახვა დააგროვა. პოკემონი დეტექტივი პიკაჩუ კომედიაა, მისი რეჟისორი რობ ლეთერმენია, მთავარ პერსონაჟს რაიან რეინოლდსი ახმოვანებს.

ის აერთიანებს ანიმაციურ პერსონაჟებსა და ფილმს აერთიანებს, რის გამოც, ბევრი ფიქრობს, რომ ის 21-ე საუკუნის "ვინ დაუგო მახე კურდღელ როჯერს" არის.

პრემიერა 8 მაისს არის დაგეგმილი. 

 

 

Brightburn 

ალბათ ყველა ჩვენგანმა იცის მითი სუპერმენის წარმომავლობის შესახებ: ბავშვი სხვა პლანეტიდან დედამიწაზე ეშვება, სადაც კეთილი უშვილო წყვილი ზრდის. მაგრამ თუ ასე არ მოხდებოდა? ის ხომ განსხვავდება ადამიანებისგან და იქნებ სახიფათოა? 

საშინელებათა ჟანრის ფილმის პროდიუსერი "გალაქტიკის მცველების" შემქმნელი, ჯეიმს განია. მშობლების როლს კი ელიზაბეთ ბენკსი და დევიდ დენმენი ასრულებენ.

ფილმის პრემიერა 9 მაისს არის დაგეგმილი. 

 

 

ალადინი

გაი რიჩის "ალადინი" 1992 წელს გამოსული დისნეის ანიმაციის ახალი ვერსიაა, შესაბამისად, ფილმში გამოყენებული სიმღერები მანამდეც გექნებათ მოსმენილი.

2017 წელს "ალადინის" მსგავსად გადაღებული ფილმი, ურჩხული და მზეთუნახავი ძალიან პოპულარული გახდა და ანიმაციის მოყვარულთა გულებიც დაიპყრო. ნეტავ, უილ სმიტის ჯინი იქნება ისეთივე მაგიური, როგორიც რობინ უილიამსის გახმოვანებული ანიმაციის პერსონაჟია?!

ფილმის პრემიერა 22 მაისს იქნება.

 

Booksmart

ორი განათლებული და ბეჯითი მოსწავლე სკოლას ამთავრებს, ამიტომ გადაწყიტეს, ერთი დღით წესები დაარღვიონ და კოლეჯში წასვლამდე წვეულებაზე გაერთონ.

ფილმის რეჟისორი ოლივია ვაილდია, ის მარტში SXSW-ს ფესტივალზე იყო წარდგენილი. 

"ვაილდმა მართლაც ჭკვიანური, თანამედროვე და რევოლუციური ფილმი შექმნა ახლანდელი თინეიჯერებისთვის, ახალი თაობის ყველაზე სრულყოფილი კომედიაა,"- წერს იოლანდა მაჩადო.

ფილმი აშშ-ში 24 მაისს გამოვა.

 

 

Rocketman

 ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმია და მუსიკოსის შესახებ გვიყვება. ელტონის როლში ტარონ ეგერტონია, ფილმის რეჟისორი კი - დექსტერ ფლეტჩერი. ბრაიენ სინგერის გათავისუფლების შემდეგ, ბოჰემური რაფსოდია ფლეტჩერმა დაასრულა, რაც გვაიმედებს, რომ ეს ფილმიც ისეთივე ამაღელვებელი და განსაკუთრებული იქნება.

ფილმის პრემიერა 29 მაისიდან იქნება.

 

 

სხვათა დუმილი / The Silence of Others

გენერალ ფრანცისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ესპანეთის პარლამენტმა დიქტატორული რეჟიმის თანამონაწილეები შეიწყალა და არ დასაჯა, მაგრამ ამ ხალხის დანაშაულების დავიწყებას ყველა არ აპირებდა. 

ალმუდენა კარაკედოსა და რობერტ ბაჰარის უძლიერესი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც სამართლის აღდგენას ცდილობენ.

ფილმის პრემიერა აშშ-ში 8 მაისს გაიმართება.

 

 

ტოლკინი / Tolkien

ბიოგრაფიული დრამა ბეჭდების მბრძანებლის და ჰობიტის ავტორის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის შესახებ მოგვითხრობს. ავტორს განსაკუთრებულს მისი წარმოსახვის უნარი, ფანტაზია ხდის.

ფილმის რეჟისორი დომ კარაკოსკია, მთავარ როლებში კი ნიკოლას ჰოლტი და ლილი კოლინსი არიან. 

ფილმის პრემიერა ირლანდიაში 3 მაისს, ხოლო აშშ-ში 10 მაისსაა.

მსგავსი სიახლეები

Wolt უკვე ბათუმშია!

22 ივლისი 2019
მთელ სანაპიროზე...
დეტალურად