IPOVE.GE News

ერთხელ ჰოლივუდში — ტარანტინოს ხმაურიანი დაბრუნება კანში!

22 მაისი 2019

ერთხელ ჰოლივუდში მოქმედება 1969 წელს ხდება, ჰოლივუდის კინემატოგრაფის გარდატეხის დროს. ლეონარდო დი კაპრიო ტელე- ვესტერნების მსახიობ რიკ დალტონს განასახიერებს, რომელსაც დიდ კინოში გადასვლა უჭირს. ბრედ პიტი ქლიფ ბუტის - მისი ორეული კასკადიორის და ახლო მეგობრის, ჰელ ნიდემის პროტოტიპია. მეზობლად რომან პოლანსკი და შერონ ტეიტი ცხოვრობენ. დალტონი პოლანსკისთან გადაღებაზე ოცნებობს, მაგრამ კარიერაში რთული პერიოდის გამო იტალიაში წასვლას და იქ მოღვაწეობას გეგმავს.

1969 წლის ჰოლივუდის პავილიონში, სამი საათის მანძილზე მოთამაშე ტარანტინო კალეიდოსკოპურად ყვება თამბაქოს კვამლში გახვეული ამერიკული კინოს გარდამავალი პერიოდის, ჩარლზ მენსონის "ოჯახის" გაძლიერების, ყველგან ჩართული ტელევიზორების, თვალისმომჭრელად მოციმციმე რეკლამებისა თუ ალკოჰოლის შესახებ.

ერთხელ ჰოლივუდში ერთდროულადაა კინოს მიმართ სიყვარულში გამოტყდომაც და ახალი საუკუნის ტრავმიდან თავის დახსნის მცდელობაც.

მსახიობების ბრწყინვალე თამაში და ფინალი, რომელიც ტარანტინოს კიდევ ერთ, ცალკე კინოსურათად შეგვიძლია მივიჩნიოთ, გვაფიქრებინებს, რომ ოდნავ სენტიმენტალური, სევდიანი და რეტრო განწყობით კვენტინ ტარანტინო საუკეთესო ფორმაშია.

კანის ფესტივალი კულმინაციურ ფაზაში შედის, ნაჩვენებია, კენ ლოუჩის, ძმები დარდენების, პედრო ალმოდოვარის, ბრილანტე მენდოზას, ტერენს მალიკის, ბონ ჯონ ჰოს და სხვა კინორეჟისორთა საკონკურსო ფილმები. 25 მაისს ჟიური ალეხანდრო გონსალეს ინიარუტუს ხელმძღვანელობით სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესო ნამუშევრებს გადაანაწილებს.

                                                                  

მსგავსი სიახლეები