IPOVE.GE News

ერთდღიანი ტური ულამაზეს ჯუთაში!

23 ივლისი 2019

27 ივლისს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ულამაზეს ჯუთაში!
სადაც მოვინახულებთ:

 სნოს ციხეს
 სოფელ ჯუთას
 ზეთა კემპინგს
 მეხუთე სეზონს
ჯუთას ტბას


ტურის ღირებულება: 22 ლარი. ტურის ღირებულებაში არ შედის კვება. ყველას მოგვაქვს ინდვიდუალურად. იქონიეთ ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.. ტურზე იქონიეთ თბილი მოსაცმელები და საწვიმრები. მთაში ამინდი არამდგრადია და ხშირად იცვლება. აუცილებელია მზისგან დამცავი კრემი, კეპები. ვისაც გაწუხებთ რაიმე სახის ალერგია ან ქრონიკული დაავადება, გთხოვთ მაცნობოთ წინასწარ. იქონიეთ პირადი აფთიაქიც. ტურის საფასურში შედის:მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით და გამცდილი მძღოლით. მოგემსახურებათ პროფეიონალი გიდი.  ტურში აკრძალულია ალკოჰოლური სასმელი.

თვითნებურად არ ვუხვევთ და არ ვცლით მარშრუტს. ურჩი ვიზიტორი მოიხსნება ტურიდან და გიდი არ იღებს მასზე პასუხისმგებლობას. აგრეთვე გაითვალისწინეთ გიდს უნდა მიჰყვეთ ფეხდაფეხ. გიდი არ არის პასუხისმგებელი ამინდზეც, შეგიძლიათ შესთხოვოთ ელიას.

 გასვლა: დიდუბის მეტროს ზედა გამოსასვლელიდან 07:00 საათზე

 ტურზე რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 96 78 96

ან მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

 

მსგავსი სიახლეები