IPOVE.GE News

Black Eyed Peas საქართველოში!

30 აპრილი 2019

16 ივნისს შეკვეთილში Black Sea Arena-ს სეზონს პოპულარული ამერიკული ჯგუფი The Black Eyed Peas გახსნის. კოლექტივი საქართველოს ბოლო ალბომის Masters of the Sun Vol. 1 მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ღონისძიება პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. ჯგუფი კონცერტზე ბოლო სტუდიურ ჩანაწერში შესულ კომპოზიციებთან ერთად, მსმენელებისთვის კარგად ნაცნობ ნამუშევრებს შეასრულებს. საღამოზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-სა და eventer.ge-ზე იქნება შესაძლებელი. ნახეთ ფასები ზონების მიხედვით:

                                                               

 

The Black Eyed Peas ლოს ანჯელესში 1995 წელს დაარსდა. 6 გრემის მფლობელი კოლექტივი 76 მილიონი გაყიდული ჩანაწერით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მათი შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და EDM-ს აერთიანებს. არაერთი ჰიტის მქონე კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Where Is The Love?, Pump It, Shut Up, Don't Phunk With My Heart და Don't Lie მოუტანა.

                                                                              

მსგავსი სიახლეები