IPOVE.GE News

ასტრონომიის საღამო რიყეზე!

05 აგვისტო 2019

საქართველოს ასტრონომიის კლუბის ორგანიზებით,შაბათს 10 აგვისტოს 21:30 საათზე რიყეზე (შადრევანთან) მოეწყობა ასტრონომიის საღამო სადაც ტელესკოპის საშუალებით დავაკვირდებით სხვადასხვა ციურ ობიექტებს. ვისაც სურვილი გექნებათ და მოგეპოვებათ ტელესკოპი ან რამე სხვა ტექნიკა, რომელიც გამოგვადგება დაკვირვებისთვის, გთხოვთ, წამოიღოთ. დაკვირვებების გარდა შეგვიძლია ვისაუბროთ, ასტრონომიაზე, კოსმოლოგიაზე და ზოგადად მეცნიერებაზე.

დასწრება თავისუფალია !!!

აქვე გაცნობებთ რომ თუ ამინდი არ გამოდგა კარგი, შეიძლება ღონისძიება გადავდოთ მომავალი დღისთვის.

მსგავსი სიახლეები