IPOVE.GE News

არა თავისუფლებას! პროტესტი კლუბებში სპეცოპერაციიდან ერთი წლის თავზე.

13 მაისი 2019

12 მაისს ზუსტად ერთი წელი გავიდა კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციიდან. თბილისის ქუჩებში წარწერები გამოჩნდა, რომელის მიზანიც არსებული რეალობის ასახვაა.
"ჩვენი გრძნობის ფუნქციები ტრაგედიებზე გაბლაგვდა და საყოველთაო ნიჰილიზმში ჩაყვინთულები თავს იმითღა ვიმშვიდებთ, რომ ეს თავდაცვითი რეაქციაა... ვკითხულობთ ჩვენი სასტიკი ყოველდღიურობის ახალ ამბებს, მეორე წამს კი ტელევიზორში ვუყურებთ თქვენი უსახო კარნავალებს და შეუძლებელია, ამ დროს არ დაგტანჯოს იმაზე ფიქრმა, რომ იქნებ, მართლაც არაფერს აქვს აზრი", — წერია მიმართვაში.

2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ.

თქვენ არამხოლოდ არ გიყვართ ეს ქვეყანა არამედ იმედიც კი არ გაქვთ მისი შეცვლის, რადგან არ იცით როგორ გააკეთოთ ეს, თქვენ საკუთარი თავის შეცვლაც კი არ შეგიძლიათ და თუ რამე გაშინებთ და გაფრთხობთ ეს სწორედ ცვლილებებზე საუბარია.თუმცა ცვლილებები გარდაუვალია. სხვა ყველაფერი დროის და ჩვენი ყოველდღიური, რუტინული შრომის საკითხია, რომელიც, თქვენგან განსხვავებით, არ გვეზარება. საყოველთაო დანაწევრების და უიმედობის, ნიჰილიზმისა და უნდობლობის მიუხედავად, გვჯერა სიმართლის და ერთმანეთის.

                                                           

 

                                                                      

მსგავსი სიახლეები

ზუმერული ფასები აწ უკვე მაკბუქებზე!

20 მაისი 2019
დეტალური ინფორმაციისთვის...
დეტალურად

The City Where Women Run The Nightlife!

20 მაისი 2019
თბილიში გართობა პოლიტიკური განხადებაა...
დეტალურად

4 რჩევა, როგორ ვიფრინოთ იაფად და კომფორტულად!

17 მაისი 2019
ოგზაურობისას ფულსაც დაზოგავთ...
დეტალურად

ფასდაკლება კლუბ 71-ში!

16 მაისი 2019
30%- იანი ფასდაკლება საბავშვო აუზზე...
დეტალურად