IPOVE.GE News

ადიდასმა პრაიდის თვის აღსანიშნავად ფეხსაცელები ლგბტ თემით გამოუშვა!

16 მაისი 2019

ივნისი, პრაიდის თვე, ახლოვდება და ამასთან დაკავშირებით ადიდასმა გადაწყვიტა, ლგბტ თემატიკაზე ფეხსაცმლის ხაზი გამოეშვა.

პირველი არის 80-იანი წლების რეტრო მოდელის თეთრი სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც ცისარტყელის ზოლი დასდევს გვერდით. ფეხსაცმლის ენასა და შიგნით ნაწილში ადიდასის ლოგო ასევე ცისარტყელის ფერებშია. მისი ფასი 80 დოლარი იქნება.

                                                                             

შემდეგია თხელი ნაქსოვი მასალით ფეხსაცმელი, რომელიც ზაფხულისთვის განსაკუთრებით კომფორტულია. მისი ფასი 180 დოლარია.

                                                                               

ბოლო მოდელი კი ეს კომფორტული ქოშია, სახელად ადილეტი. მისი ფასი ჯერ უცნობია.

                                                                                

ადიდასის ახალი მოდელების ონლაინ გაყიდვა პირველ ივნისს დაიწყება. წელს პირველად თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით პრაიდის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება

მსგავსი სიახლეები