ამჟამად ქალაქში მიმდინარეობს მოძრაობა #ცირკიცხოველებისგარეშე, ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ იმ ინფორმაციას რაც ზოოპარკებში ხდება და თუ როგორ ეპყრობიან იქ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს. თქვენ თავად წარმოგიდგენიათ ცხოვრება ისეთ პატარა ადგილში, რომელშიც სივრცე არაა იმისთვის რომ აკეთოთ ის რაც გიყვართ, ირბინოთ, ითამაშოთ მეგობრებთან? იმის მაგივრად რომ თავისუფლად იცხოვროთ თქვენს ოჯახთან ერთად თქვენ გამოკეტილი ხართ პატარა გალიაში, სანამ ასობით და ათასობით ადამიანი ყოველდღე გიყურებს და ხმამაღლა ყვირის. სამწუხაროდ ესაა ის რეალობა რასაც ზოოპარკებში ვაწყდებით.
1. დამწყვდეულობა ხშირად აგიჟებს ცხოველებს.
ბუნებაში, სპილოები დღეში დაახლოებით 30 მილს გადიან ( დაახლოებით 48 კმ), დათვები დღის განმავლობაში 18 საათი არიან აქტიურად და იკვლევენ იმას , რაც მათ გარშემოა. ვეფხვებს და ლომებს უყვართ სირბილი და სხვადასხვა ადგილებში ნადირობა. მაგრამ როდესაც ეს ცხოველები გამოკეტილნი არიან გალიებში , ისინი ვერ აკეთებენ იმას რაც მათთვის ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს.
ამ აქტივობების გარეშე ცხოვრება ხშირად ცხოველებში ზოოქოზისს (zoochosis) იწვევს, ეს ის მდგომარეობაა როდესაც ცხოველი იქცევა უცნაურად და საკუთარ თავს ზიანს აყენებს მოწყენილობისა და სტრესის გამო.
2. ზოოპარკს ერთი რამ აინტერესებს ყველაზე მეტად (ეს რა თქმა უნდა ცხოველები არ არის!)
რადგანაც ხალხს უყვარს პატარა ცხოველების ყურება, ამის გამო ზოოპარკებში ხშირად ამრავლებენ ცხოველებს რომ რაც შეიძლება მეტი ჯიშის პატარები ჰყავდეთ, შედეგად ისინი იღებენ მეტ ფულს. როდესაც ეს პატარები იზრდებიან, სამწუხაროდ, ისეთივე პოპულარულები აღარ არიან. ზოოპარკებში ხშირად ცვლიან, ასესხებენ ან ყიდიან ზრდასრულ ცხოველებს რომელთაც აღარ შემოაქვთ კარგი ოდენობის შემოსავალი. წარმოგიდგენიათ თუ როგორია თავიდან მოგიშოროთ ადამიანმა მაშინ როდესაც თქვენ გაიზრდებით?
3. ზოოპარკში ცხოველებს იშვიათად ეხმარებიან.
ზოოპარკები ხშირად იბრალებენ რომ მათი არსებობის მიზეზი არის ჯიშების გადარჩენა, მაგრამ ეს რეალობისგან შორსაა. იმ ცხოველების უმეტესობა რომელიც ზოოპარკშია გადაშენების პირას ნამდვილად არაა, ხოლო ისინი რომლებიც არიან, თავიანთ ბუნებრივ გარემოში სავარაუდოდ არასდროს აღმოჩნდებიან.
4. ზოოპარკი საგანმანათლებლო ხასიათის იშვიათად არის.
ყველაზე დიდი ტყუილი რასაც ზოოპარკი იძახის, არის ის, რომ მათი მონახულებით ადამიანები ველურ ცხოველების შესახებ ისწავლიან. მაგრამ ერთადერთი რასაც ისინი ასწავლიან ადამიანებს არის ის რომ ცხოველების გამოკეტვა შეიძლება და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.
5. ზოოპარკი ცხოველებისთვის საშიშია.
როდესაც დაუფიქრდებით, ზოოპარკი ეს არის უბრალოდ ციხე ცხოველებისთვის, სადაც მათ ტოვებენ ყველანაირი უფლების გარეშე. აშშ-ში არსებულ ზოოპარკებში ცხოველები მოწამლეს, აშიმშილებს, მოაკლეს მკურნალობა და ზოგი საერთოდაც ცეცხლში დაწვეს.
ზოგი გარდაიცვალა მას შემდეგ რაც ნაგავი შეჭამა, რომელიც გალიაში ესროლეს, ზოგი დაასახიჩრეს და ზოგიც მოკლეს, მაშინ როდესაც ისინი მოიტაცეს.