IPOVE.GE News

4-5 მაისს საუკეთესო საშოპინგო ადგილი ფაბრიკაშია!

10 აპრილი 2019

ბაზრობა Market.TLV თელ-ავივში წელიწადში რამდენჯერმე ტარდება – შემოდგომით, ზამთარსა და გაზაფხულზე. ზაფხულში Market.TLV ისრაელის დიზაინერების და მათი შემოქმედების თაყვანისმცემლების შეხვედრას სხვა ქალაქებში აწყობს.

ეს ღონისძიება ტრადიციულად მულტიფუნქციურ ცენტრ Fabrika-ს უნიკალურ სივრცეში გაიმართება (ნინოშვილის 8), რიგით მესამედ 4-5 მაისს.

 

                                                                                                                https://www.ipove.ge/company/fabrika/5323

                                                                       

თუ ხარ ტანსაცმლის, აქსესუარების ან ჩანთების დიზაინერი, ილუსტრატორი, ფლორისტი, სტარტაპი ან ურალოდ გაქვს საინტერესო ნივთები ბაზრობაზე გასაყიდად, მაშინ არ უნდა გამოტოვო ეს შესაძლებლობა და უნდა შეავსო აპლიკაცია მონაწილეობის მისაღებად: https://www.tlvmarket.info/seasonal-market-application

                                                                                                   

„რა არის Market.TBS? MARKET.TBS შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მწარმოებლებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო, მიმზიდველი პროდუქტი და ძირითადად პროდუქტს ონლაინ ყიდიან, შეხვდნენ მომხმარებელს რეალურ სივრცეში. მარკეტი აქტიურად მუშაობს მისი მონაწილეების ცნობადობის გაზრდაზე და სჯერა, რომ შეუძლია დიდი კონტრიბუცია მოახდინოს მისი მონაწილეების წარმატებაში“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
 

                                                                                                  

MARKET.TBS აერთიანებს როგორც მწარმოებლებს, ისე დიზაინერებს. ბაზრობის მონაწილეები ხშირად ხდებიან ილუსტრატორები, მხატვრები და სტარტაპერები. 

თანამშრომლობისთვის დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტით: fall.market.tlv@gmail.com.

                                                                                         

საინტერესო ნივთების გარდა ფლი მარკეტზე ყოველთვის არის კარგი მუსიკა, გემრიელი ყავა და უამრავი საინტერესო სტუმარი.

                                                                                       

 

MARKET.TBS-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ბაზრობაზე სხვადასხვა დიზაინერული ნივთები შეიძინონ,  შესვლა უფასოა. ის 11:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს.

თუ არ ხარ დიზაინერი და არაფერი გაქვს გასაყიდი, მაშინ უბრალოდ გელით ძალიან კარგი დროის გასატარებლად ფაბრიკაში!

მსგავსი სიახლეები