IPOVE.GE News

3 მძლავრი მეთოდი საიტზე ვიზიტორების მოსაზიდად!

25 აპრილი 2019

საიტის ვიზიტორების დაბალი რიცხვი უარყოფითად მოქმედებს ბიზნესზე, რადგან ტრაფიკი – ნებისმიერი ინტერნეტ ბიზნესისთვის სასიცოცხლო ძალაა. ინტერნეტ რესურსის ქონა არ გულისხმობს ავტომატურად ვიზიტორების ყოლას. თქვენ უნდა გამოიყენოთ ინტერნეტ მარკეტინგის მთელი არსენალი რათა გაარკვიოთ პერსპექტივები და დაარწმუნოთ მომხმარებლები თქვენ საიტზე გადმოსვლაში. გჭირდებათ მხოლოდ პროდუქტით დაინტერესებული ვიზიტორები? მარკეტინგული პროგრამაც მხოლოდ მათკენ უნდა იყოს მიმართული. მარტივი განტოლება: მეტი ტრაფიკი– მეტი პოტენციური მომხმარებელი, მეტი პოტენციური მომხმარებელი – მეტი გაყიდვები.

                                                

ვიდეო მარკეტინგი.

საბედნიეროდ, არსებობს ბევრი გზა, თუ როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები საიტზე: ვიდეო მარკეტინგი იცით თუ არა, რომ YouTube არის სიდიდით მეორე საძიებო სისტემა?! თქვენი პოტენციური მომხმარებელი ყოველთვის YouTube- ზეა. ამიტომ კარგია თუ თქვენ კონტენტს ამ პლათფორმაზეც განათავსებთ. ადამიანებს მოსწონთ ვიდეოს ყურება. როგორი ვიდეო უნდა შექმნათ? ეს მეტწილად დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის სფეროზე.  რაც მთავარია გახსოვდეთ, რომ უპირველეს ყოვლისა ვიდეო უნდა იყოს ინფორმაციული და არ იყოს გადატვირთული. რაც შეეხება ვიდეოს ხანგრძლივობას ის არ უნდა იყოს 3- წუთზე დიდი. ხანგრძლივმა ვიდეომ შეიძლება დაღალოს მომხმარებლები.  დარწმუნდით, რომ შეიმუშავეთ დეტალური წერილობითი აღწერა, რომელიც ნათლად განმარტავს თქვენ საქმიანობას და შესაძლებლობებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა. დაამატეთ URL -ს თქვენი საიტის სახელწოდება და ვიდეოს აღწერას მიაქციეთ ყურადღება. ეს არის ტრაფიკის მოზიდვის ერთ-ერთი საშუალება. უბიძგეთ მოქმედებისკენ. ვიდოს ბოლოს თქვენ შეგიძლიათ უთხრათ მომხმარებლებს თუ რა გააკეთონ: ნახონ რამე გვერდი, იყიდონ პროდუქცია ან მიიღონ დამატებითი ინფორმაცია და სხვა.

                                                             

 

ბლოგინგი.

სიტყვას კვლავ აქვს ძალა და ამიტომ ბლოგი –აუდიტორიისთვის საკუთარი აზრის მიტანის საუკეთესო საშუალებაა. გაუზიარეთ თქვენი აზრი მიმდინარე ტენდენციებზე მომხმარებლებს. გამოთქვით აზრი თქვენ სფეროში მომხდარ რამე სიახლესთან დაკავშირებით. მოყევით თქვენი წარმატების შესახებ. დაწერეთ კმაყოფილი კლიენტიების შესახებ. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ მომხმარებლებს ფოტო, ვიდეო და საინტერესო ბმულები, რომლებიც უკავშირდება თქვენი მოღვაწეობის სფეროს.. პირველ რიგში უნდა იყოთ ღია და პატიოსანი . ეს ყველაფერი მოგცემთ კმაყოფილ მომხმარებელს – და ბუნებრივია მეტ დამკვეთს, ვიდრე სხვა რომელიმე წყარო.  ყოველდღიური წერა არ არის საჭირო, თქვენი სფეროდან გამომდინარე შესაძლოა კვირაში ორი სტატიის დადებაც საკმარისი იყოს. ბლოგი უმეტეს წილად გამოიყენება არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან საკონტაქტოდ.

                                                               

 

 

ვირუსული რეკლამა.

ვირუსული რეკლამა არის კონტენტი – ვიდეო, ფოტო, სტატია- რომელთა მიზანიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა,მისი ეფექტურობისათვის აუცილებელია მასალა იყოს იმდენად საინტერესო, რომ ის მნახველებმა გაუზიარონ საკუთარ მეგობრებს. ხშირად მსგავსი მასალა ტოპ ნიუსებიც ხდება. მისი გამოყენების უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ რომელი ფორმატიც არ უნდა აირჩიოთ მთავარია გახსოვდეთ რომ მსგავსი კონტენტის მიზანი აუდიტორიის ყურადღების მიქცევაა და კიდევ რაც მთავარია მათ უნდა გაუჩნდეთ მასალის გაზიარების სურვილი.  ინფოგრაფიკა საშუალებას გაძლევთ გახადოთ მოსაწყენი ინფორმაცია ვიზიტორებისთვის მიმზიდველი, ამისთვის თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ღია ფერები, ლამაზი ფონტები ილუსტრაციები და სხვა. ეს არის ვიზიტორების ყურადღების მიქცევის და მისთვის სასარგებლო ინფორმაციის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.  სურათები– მას მიეკუთვნება თქვენი პროდუქტის და მომხმარებლის სურათები, რომლებიც სარგებლობენ აღნიშნული პროდუქტით. მაგალითად თქვენ გაქვთ ყვავილების მაღაზია- შეგიძლიათ საიტზე განათავსოთ მომხმარებლის სურათი, რომელსაც უჭირავს თქვენი პროდუქცია. მსგავსი კონტენტის გავრცელებაში თქვენ ყელაზე კარგად დაგეხმარებათ სოციალური ქსელი Instagram-ი. . ვიდეო –  რომლის მიზანიცაა ბრენდის ცნობადობის გაზრდა, მისი ეფექტურობისთვის აუცილებელია, რომ ვიდეო იყოს იმდენად საინტერეს, რომ მნახველებმა ის საკუთარ მეგობრებს გაუზიარონ.

                                                                    

 

მსგავსი სიახლეები