IPOVE.GE News

2018 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში!

06 მაისი 2019

სააგენტო Interbrand-მა, ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების უახლესი, 2018 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

5. Coca-cola 
ხუთეულის ბოლო ადგილი კოკა-კოლას უკავია, რომელიც, დღევანდელი მონაცემებით, 66 მილიარდ 341 მილიონი დოლარი ღირს. უალკოჰოლო სასმელი მსოფლიოს 200 ქვეყანაში იყიდება და სტატისტიკის თანახმად, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 94%-ს ერთხელ მაინც სმენია მის შესახებ. ხოლო იმ დროს, როდესაც ტრადიციული სასმელების გაყიდვები დღითიდღე მცირდება და კომპანიები გადარჩენის გზებს აქტიურად ეძებენ, კოკა-კოლა მაინც ლიდერთა სიაში სახელდება. პოპულარობის მიზეზად კი, უწყვეტი განვითარება, სიახლეები და ინოვაციები სახელდება. ხოლო მომხმარებელთა კიდევ უფრო დაინტერესების მიზნით, მწარმოებლებმა, მალე შესაძლოა სასმელში მარიხუანაც დაუმატონ.

 

                                                                     

 

4. Microsoft

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ყველაზე ძვირად არის შეფასებული, მაიქროსოფტია. მისი ღირებულება კი, 92 მილიარდ 715 მილიონი დოლარია. ამ მაჩვენებლით, მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომელიც ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს, რეიტინგში მეოთხე პოზიციაზეა დასახელებული.

 

                                                                   

 

3. Amazon 
რიგით მესამე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია კი, ინტერნეტ-მაღაზია ამაზონია, რომლის ღირებულებაც 100 მილიარდ 764 მილიონ ამერიკულ დოლარს უტოლდება. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მართალია, ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების რეიტინგში ამაზონი მესამე ადგილზე მოხვდა, თუმცა სამაგიეროდ, მისი დამფუძნებელია ლიდერი ყველაზე მდიდარ ამერიკელთა სიაში, რომლის შემოსავლების დიდი ნაწილიც სწორედ ამაზონთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი, გარდა ამაზონისა, აეროკოსმოსურ კომპანიასაც ფლობს და საგამომცემლო სახლი - Washington Post-იც მის განკარგულებაშია, დაგროვილი, 160 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ქონების უდიდესი წილი მაინც ამაზონთან არის დაკავშირებული.

 

                                                              

 

2. Google 
ეფლს კი რეიტინგში, 155 მილიარდ 506 მილიონი დოლარის ღირებულებით, კომპანია გუგლი მოსდევს, რომელიც საკუთარი არსებობის ისტორიას, 1998 წლიდან იწყებს და დღეს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემაა მთელ მსოფლიოში.

 

                                                           

1. Apple 
რეიტინგში პირველ ადგილს, 214 მილიარდ 480 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების - ბრენდი ეფლი იკავებს, რომელიც უკვე წლებია კომპიუტერების, ნოუთბუქების, მედიაპლეერებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიაა. სწორედ მასთან არის დაკავშირებული პირველი პერსონალური კომპიუტერი, პირველი ოპერაციული სისტემა - გრაფიკული ინტერფეისით და მუსიკის პირველი ინტერნეტ-მაღაზია.

 

                                                             

მსგავსი სიახლეები