IPOVE.GE News

10 სერიალი, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურო!

30 მაისი 2019

IPOVE.GE წარმოგიდგენთ ყველა დროის, ყველაზე საუკეთესო სერიალებს, რომლებსაც აუცილებად უნდა უყუროთ!

1.Friends

სერიალი მოგვითხრობს ექვსი ამერიკელი ახალგაზრდა, მხიარული მეგობრის ისტორიებს.მათი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით, იმედგაცრუებებით,

სიყვარულით, ძიებით და უამრავი სურვილებით.  სერიალის ექვსი მთავარი გმირი - რეიჩელი, მონიკა, ფიბი, ჯოუი, ჩენდლერი და როსი მეგობრები არიან.

ისინი მეზობლად ცხოვრობენ, ერთად ატარებენ თავისუფალ დროს, უმკლავდებიან სასტიკ რეალობას და ერთმანეთს საკუთარ საიდუმლოებებს უზიარებენ.

2.LOST

ავიალაინერი ნომრით 815,წყნარი ოკეანის თავზე გადაფრენისას ერთ-ერთ კუნძულზე ჩამოვარდება.

ამ მომენტიდან, სიცოცხლის შენარჩუნება, 48 გადარჩენილი მგზავრისთვის მთავარი მიზანი ხდება. ადამიანი ექსტრემალურ პირობებში უცნაურ თვისებებს ავლენს.

ყველას საერთო გასაჭირი აქვს. ზოგი პანიკაშია, ზოგიც თავის თავში ლიდერს პოულობს...

3.House M.D.

გაეცანით ტელესერიალ ჰაუსის სამედიცინო მისტიურ დრამას. ჰიუ ლორი ბრწყინვალე და ამავედროს სარკასტული დოქტორ გრეგორი ჰაუსის როლში,

მოხეტიალე ექიმი რომელიც დაინვალიდდა. ანტისოციალური ყოფაქცევის მიუხედავად იგი ერთადერთია ვისაც შეუძლია ამოხსნას სხვა ექიმებისთვის

ამოუცნობი თავსატეხი შემთხვევები. ახალგაზრდა ექსპერტების გუნდთან ერად იგი ნებისმიერი შემთხვევაში პოულობს გამოსავალს.

4.Prison Break

ორი ძმის ისტორია. უფროსი - ლინკოლნ ბეროუზი, არც ისე წარმატებული, ყოფილი ნარკომანი - მკაცრი რეჟიმის ციხეშია და განაჩენის აღსრულებას ელოდება.

ეს განაჩენი მას ვიცე-პრეზიდენტის ძმის მკვლელობის გამო გამოუტანეს, რომელიც რა თქმა უნდა არ ჩაუდენია, ამიტომ უმცროსი ძმა გადაწყვიტავს მას ციხიდან გაქცევა მოუწყოს.

5.SEX AND THE CITY

4 განსხვავებული და საოცრად მიმზიდველი ქალი, მათი სხვადასხვა შეხედულებები ცხოვრებაზე და პრობლემების მოგვარების ოთხი განსხვავებული მეთოდი.

6.Game of Thrones

განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება.

შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავს დახმარებისთვის ბავშვობის მეგობარ ედარდ სტარკს მიმართოს.

ამასობაში, შორეული ჩრდილოეთის ლეგენდებიდან ბოროტება იღვიძებს და მხოლოდ აღმართული კედელიღა იცავს მისგან ცოცხლებს. ჯორჯ მარტინის რომანების ეკრანიზაცია.

7.Breaking Bad

უოლტერ უაიტი ქიმიის მასწავლებელია სკოლაში, რომელსაც ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა.

იმ მიზნით რომ სიკვდილის შემდეგ ოჯახს კარგი ფინანსურ მდგომარეობა დაუტოვოს, იგი ცვლის საკუთარ ცხოვრებას - იწყებს მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას, რაშიც მისი ყოფილი მოწაფე ჯესი პინკმენი ეხმარება.

8.Vikings

სერიალი მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე.

ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინის (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.

9.American Horror Story

პირველი სეზონი - სიუჟეტის ცენტრშია თერაპევტი ბენ ჰარმონი და მისი ცოლი ვივიენი. ისინი ბავშვებთან ერთად, სან-ფრანცისკოში მდებარე ახალ სახლში გადადიან საცხოვრებლად.

ბენის საშინელი შეცდომის შემდეგ, მათ ახალი ცხოვრების დაწყების იმედი აქვთ. მაგრამ მათი ახალი და სინამდვილეში ძალიან ძველი სახლი არც ისეთი უწყინარია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მეორე სეზონი - მოქმედება ფსიქიატრიულ კლინიკაში მიმდინარეობს. პაციენტები, ექიმები და ბოროტი ძალა, რომელიც ცდილობს გავლენა მოახდინოს ფსიქიკა შერყეულ ადამიანებზე. მესამე სეზონი - მოქმედება მე19ე საუკუნის ლუიზიანაში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ჯადოქარი გოგონები არიან. ( ყველა სეზონი დამოუკიდებელი ისტორიაა).

10.DESPERATE HOUSEWIVES

სიუჟეტის ცენტრში – ოთხი თანამედროვე დიასახლისი ქალბატონია, რომლებიც მშვიდ ქალაქში ცხოვრობენ და პირად ბედნიერებას ეძებენ. სუზანი მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც ქმარმა მდივანზე გაცვალა. ყოფილი ფოტომოდელი გაბრიელი, რომელიც ანგარებით გათხოვდა, მიხვდა, რომ ფული კი არა ნამდვილი სიყვარული სჭირდებოდა და ახალგაზრდა მებაღესთან გააბა რომანი. ბრი გაბზარული ქორწინების შენარჩუნებას და ნარკომან ვაჟთან და პრეტენზიულ ქალიშვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

 

მსგავსი სიახლეები