საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზამ 26 მაისს მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა

26 მაისი 2017

26 მაისს, საქართველოს რკინიგზამ, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მგზავრებს განსაკუთრებული სიურპრზიები მოუმზადა. იმ ადამიანებმა, რომლებმაც მგზავრობა სწორედ 26 მაისს გადაწყვიტეს, მატარებლებში სხვადასხვა სახის საჩუქრები მიიღეს. სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეულმა კონსულტანტებმა მატარებლებში ვიქტორინები გაათამაშეს. გამარჯვებულებმა კი, სამახსოვრო პრიზები მიიღეს.ყველა მატარებლებში დაჯილდოვდნენ გამორჩეული მგზავრები, რომლებმაც წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად იმგზავრეს.

აღსანიშნავია ის, რომ სწორედ 26 მაისს, თბილისი - ბათუმის მატარებელში აღმოჩნდა ის მგზავრი, რომელსაც წლის განმავლობაში მატარებლით მგზავრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. ეს ქალბატონი ნინო ბაკურაძე არის, რომლისთვისაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზის საჩუქარი.

საქართველოს რკინიგზის ყველა მგზავრისათვის დაუვიწყარი იქნება 26 მაისის მატარებლით მგზავრობა.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და კიდევ უამრავ სიურპრიზს გპირდებათ!

მსგავსი სიახლეები

Oktravel-ში აქციაა!

08 იანვარი 2020
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

Oktravel-ში აქციაა!

28 დეკემბერი 2019
#მოგზაურობისდროა
დეტალურად

იმოგზაურე ვოიაჟერ 365'თან ერთად!

27 დეკემბერი 2019
#ბოლონია_ფლორენცია_რომი
დეტალურად