საქართველოს რკინიგზა

მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

29 სექტემბერი 2017

ბათუმში მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ გაიმართა. შეხვედრაზე საქართველო-აზერბაიჯანის სატრანსპორტო დერეფნის ახალი ტვირთები და პერსპექტივები, კასპიის და შავი ზღვის რეგიონში ტვირთბრუნვის დინამიკის რეფორმაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა,სატარიფო პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კონფერენცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გახსნა. მან სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მამუკა ბახტაძის განცხადებით, კონფერენციაზე მიღებული შედეგები მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის იმისთვის, რომ ის ბიზნესურთიერთობები, რაც არსებობს საქართველოს რკინიგზასა და მის პარტნიორებს შორის უფრო გრძელვადიანი და მყარი გახდეს. კონფერენციას 15 -ზე მეტი ქვეყნის 130 დელეგატი ესწრებოდა, რომლებიც ნავთობისა და სატრანპოსრტო-ლოჯისტიკურ კომპანიებს, ასევე ნავთობგადამამუშავებელ და საწვავის მომხმარებელ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. მე-4 საერთაშორისო კონფერენცია „არგუს კასპიისა და შავი ზღვების სატრანსპორტო დერეფანი 2017“ საქართველოს რკინიგზისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მოეწყო.

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად