ეკონომმიქსი

იცით თუ არა მწყერის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ?

03 ნოემბერი 2017

იცით თუ არა მწყერის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ? 

ჯერ კიდევ 300 წლის წინათ ჩინელი სწავლული შიგჟენ ლი რეკომენდაციას უწევდა მწყერის კვერცხს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.

მწყერის კვერცხი საკვები ნივთიერებებისა და თერაპიული საშუალებების მთელი საბადოა. ქიმიური შემადგენლობის კუთხით აღსანიშნავია A და B ჯგუფის ვიტამინები, განსაკუთრებით - ქოლინი, ასევე - რკინა, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, გოგირდი, ფოსფორი, ქლორი, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ქრომი. მწყრის კვერცხის ცილა მდიდარია შეუცვლელი ამინმჟავებით. A ვიტამინი მასში 2,5- ჯერ მეტია, ვიდრე ქათმის კვერცხში. გაცილებით მეტია აგრეთვე ფოსფორი, კალიუმი, რკინა, კობალტი და სპილენძი, ამინომჟავები, განსაკუთრებით ამინომჟავა თიროზინი, რომელიც დიდ როლს თამაშობს მეტაბოლიზმში და პიგმენტის ფორმირებაში, განაპირობებს კანის ჯანმრთელ ფერს. ამიტომაცაა, რომ მწყერის კვერცხი ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკურ მრეწველობაში.
მწყრის კვერცხი კარგია ძვლების გასამაგრებლად და განსამტკიცებლად, გულის, კუჭის, ღვიძლის, თირკმელების, პანკრეასისა და პროსტატის ფუნქციათა ნორმალიზებისათვის.

იაპონელებმა საფუძვლიანად შეისწავლეს ამ პროდუქტის თვისებები. მეცნიერული გამოკვლევები ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მწყრის კვერცხი აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციას, ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს, გამოაქვს ორგანიზმიდან რადიონუკლიდები, რაც იაპონელებისთვის ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანია. დღესდღეობით მწყრის კვერცხი იაპონიის ყოველ კუთხე-კუნჭულში იყიდება. მოსწავლეთა რაციონში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია.
იაპონელთა გამოცდილება რადიაქტიური დასხივების შედეგებთან ბრძოლაში რუსმა მედიკოსებმაც წარმატებით გამოიყენეს - ჩერნობილის ავარიის შემდეგ რადიაქტიური ზონიდან გამოყვანილ ბავშვებს ისინი რეგულარულად კვებავდნენ მწყრის კვერცხით. შედეგად ბავშვები გამოკეთდნენ, გაუქრათ თავბრუხვევა, ცხვირიდან სისხლდენა და დაქანცულობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუძლიერდათ მადა. კვერცხის მიმართ უარყოფითი რეაქცია ბავშვებს არ გამოვლენიათ, იმათაც კი, ვისაც ალერგიული დაავადება ჰქონდა. 
პროფილაქტიკის მიზნით მწყრის კვერცხი 3-4 თვის განმავლობაში ყოველდღე უნდა მიირთვათ. ნუ შეგეშინდებათ, ის არავითარ შემთხვევაში არ გავნებთ. კვერცხის მიღება უმადაც შეიძლება - მწყერი ქათამი არ არის და სალმონელოზით არ ავადდება. მთავარია, პროდუქტი ახალი იყოს.სამკურნალოდ მწყრის კვერცხი სხვადასხვა ოდენობით არის რეკომენდებული:

ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის - დღეში 1-2 ცალი,
სამიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - 3 ცალი,
18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის - 4 ცალი,
18-დან 50 წლამდე ასაკის მოზრდილთათვის - 5-6 ცალი;
50 წლიდან - 4-5 ცალი.

შეიძინეთ ჩვენს სიპერმარკეტებში ეს უნიკალური პროდუქტი.
იკვებეთ ჯანსაღად
#mixრჩევები #ეკონომმიქსი #ჯანსაღიკვება

მსგავსი სიახლეები