კრისტალბეთი

"პირამიდის" პირველი მატჩი სულ მალე დაიწყება!

01 მარტი 2017

crystalsport.ge გთავაზობთ "პირამიდა" ბილეთს, რომელიც შედგენილია დღევანდელი საჩოგბურთო მატჩებისაგან. 

ბილეთში მოცემულია CRYSTALBET.COM-ის კოეფიციენტები!

გისურვებთ წარმატებას!

 

ATP - SINGLES: Sao Paulo (Brazil), clay - დელბონისი-რუუდი. დასაწყისი - 00:00

ფედერიკო დელბონისი „თიხისტად“ ითვლება, თუმცა მაღალი კლასითა და დიდი შედეგებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. წელსაც მას მხოლოდ 6 შეხვედრა აქვს ნათამაშები, რომელთაგანაც 3 მოიგო. მას ზედიზედ 2 მატჩი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ მოუგია.

სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია მისი დღევანდელი მეტოქე - 18 წლის კასპერ რუუდი, რომელმაც თიხის საფარს ალღო ბრწყინვალედ აუღო და გასულ კვირას რიო დე ჟანეიროს საკმაოდ პრესტიჟულ ტურნირზე 1/2 ფინალში ითამაშა. მიმდინარე გათამაშება კი, მარტივი გამარჯვებით გახსნა და მოგებას დელბონისთანაც ეცდება.

რუუდს კარგი ჩაწოდება აქვს და ვინც მისი თამაში ერთხელ მაინც ნახა, დაგვეთანხმება, რომ იგი გათამაშებებშიც ძალიან კარგად გრძნობს თავს.

ჩოგბურთელთა ფორმისა და სხვადასხვა სათამაშო კომპონენტების გათვალისწინებით, რუუდი ამ მატჩის აუტსაიდერი ნამდვილად არ იქნება. მას დელბონისის დონის ჩოგბურთელის დამარცხება ნამდვილად შეუძლია. 

ATP - SINGLES: Sao Paulo (Brazil), clay - რამოსი-ელიაში. დასაწყისი - 03:30

სან პაულოს ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად, შეგვიძლია ალბერტ რამოსიც მივიჩნიოთ. ესპანელი თიხაზე ყოველთვის ძლიერად თამაშობს და ზოგადად, საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეცაა. იგი მსოფლიოს 24-ე ჩოგანია.

მან 2017 წელს თიხის საფარზე 10 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა. მანაც, ისევე როგორც კასპერ რუუდმა, წინა კვირას რიოს ტურნირის 1/2 ფინალში წააგო. რამოსი რიოში ტურნირის ამ სტადიაზე, მსოფლიოს მე-9 ჩოგან და მომავალ ჩემპიონ დომინიკ ტიმთან დამარცხდა.

ესპანელს, გაშტაო ელიაშის სახით, არცთუ მაღალი დონის მეტოქე ჰყავს. პორტუგალიელი რეიტინგის 98-ე პოზიციაზეა და თიხაზე ჩატარებული ბოლო 6 თამაშიდან 5 წაგებული აქვს. მას რამოსის დასამარცხებლად თავისი საუკეთესო ჩოგბურთის ჩვენება დასჭირდება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე, ფორმიდან გამომდინარე, არ იქნება.

ურთიერთშეხვედრებში ესპანელი 3:0 იგებს, თანაც სამივე შეხვედრა სწორედ თიხაზე ჩატარდა. 

მსგავსი სიახლეები