ქორთიარდ მარიოტი

სპექტაკლი რომელიც ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოადგენს!

20 ივნისი 2019

25, 26 ივნისი / 21:00

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტი" / ოთახი N528
Courtyard by Marriott Tbilisi

"სანამ ერთმანეთს გავიცნობდით"

შემოქმედებით ჯგუფი:
პიესის ავტორი - ბასა ჯანიკაშვილი
დამდგმელი რეჟისორი - ზურაბ გეწაძე
მხატვარი - შოთა გლურჯიძე
მუსიკის ავტორი - ერეკლე გეწაძე
ვიდეო - გიორგი ხოსიტაშვილი
ტექნიკური რეჟისორი - ელენე მონასელიძე
მონაწილეობენ :
ნინო ბურდული, გოგა პიპინაშვილი

რეჟისორი ზურაბ გეწაძე თეატრის შენობიდან გადის და სპექტაკლის სათამაშოდ ახალ სივრცეს ირჩევს. სასტუმროსერთერთი ოთახი ერთი საათით თეატრალურ სცენად იქცევა, სადაც მსახიობებსა და მაყურებელს შორის ზღვარი თითქმის აღარ არსებობს და ყველა იქ მყოფი საძინებელში გათამაშებული ამბის მონაწილე ხდება.
სასტუმროს ოთახში პიესის მთავარი პერსონაჟები - ნინო (ქალი) და გია (მამაკაცი) ერთმანეთის გაცნობას ცდილობს. იხსენებენ როდის გაიცნეს ერთმანეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები არ იციან. ნინო და გია არ აღიარებენ, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან და ამ გზით სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ.
ამ უხერხულობას ისიც ამძაფრებს, რომ ლოგინში წვანან და კარზე მოტყუებული ცოლი და ქმარი აკაკუნებს. საკუთარ მეუღლეებს გამოქცეულნი სხვის საწოლში პოულობენ მონოტონური ყოფიდან თავის დაღწევის ფორმულას. მაგრამ, მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ კარს მიღმა მდგარი ცოლ-ქმარიც თვითონვე არიან.


სპექტაკლის ხანგრძლივობა 55 წუთი.


პროექტი მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ITI GEORGIAN CENTER ერთობლივი ნამუშევარია და ის ერთგვარ ექსპერიმენტს წარმოაგდენს.

 

მსგავსი სიახლეები