წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

10 მიზეზი, რატომ უნდა აირჩიოთ წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა

25 იანვარი 2017

წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც არსებობის 21-წლიან ისტორიას ითვლის. სტატისტიკური მონაცემებით, სკოლის კურსადამთავრებულთა აბსოლუტური უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს სწავლას წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო დაახლოებით 10-15% – საზღვარგარეთ.

გთვაზობთ 10 მთავარ მიზეზს, რის გამოც უნდა აირჩიოთ წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლა. 

1. სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა ხდება ლარში და მოქმედებს გადახდის მოქნილი გრაფიკი
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში სწავლის საფასურის გადახდა ხდება ლარში და ლარის კურსის ცვლილების მიუხედავად, არსებული ტარიფი მოქმედებს. სკოლაში სწავლის საფასური 3950 ლარია. 

გადახდის მოქნილი გრაფიკი მშობლებს საშუალებას აძლევს სწავლის საფასური გადაიხადონ როგორც ერთჯერადად, ასევე წელიწადში ორჯერ, წელიწადში ოთხჯერ ან თანხის 10 თვეზე გადანაწილებით.

2. ფასდაკლება დედმამიშვილებისთვის ორი ან მეტი შვილის შემთხვევაში


სკოლაში 10%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ოჯახებისთვის, რომლებიც მეორე შვილს შეიყვანენ, ხოლო მესამე ბავშვის შემთხვევაში ფასდაკლება 15%-ია. პირველი სასწავლო წლის განმავლობაში 5%-იანი ფასდაკლება ვრცლდება მეგობრებზეც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ბავშვები ერთად შეიყვანონ წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში. ასევე 10%-იანი ფასდაკლება ეხება ოჯახებს, რომლებიც სკოლასთან არსებული საბავშვო ბაღით ისარგებლებენ. 

3. საკუთარი საცურაო აუზი
2017 წლის სექტემბრიდან მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე არსებული აუზით ისარგებლონ. უფროსკლასელთათვის 25-მეტრიანი აუზი იფუნქციონირებს, ხოლო დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის სპეციალური სასწავლო-საჭყუმპალაო აუზი გაიხსნება.

4. სპორტისა და ხელოვნების წრეები

 


სკოლაში ფუნქციონირებს არაერთი სპორტული წრე - მათ შორის რაგბის, ცურვის, მხატვრული ტანვარჯიშის, ჭადრაკის, კალათბურთის, მეკლდეურობის, მაგიდის ჩოგბურთისა და ბადმინტონის. ასევე მოქმედებს ხატვის, თიხაზე ძერწვის, მუსიკის, ქართული ცეკვის, ქარგვის, ქსოვისა და გობელენის წრეები. სკოლის მე-9-11 კლასელებისთვის გახსნილია ღვინოთმცოდნეობის წრე და ფუნქციონირებს სასწავლო მარანი. 

5. ტრანსპორტირება და ორჯერადი კვება 
წმიდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებს ემსახურებათ ტრანსპორტი და ბავშვები უზარუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით.

6. სერტიფიცირებული და პროფესიონალი პედაგოგები
სკოლა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი, პროფესიონალი სერტიფიცირებული მასწავლებლებით, რომლებიც ზრუნავენ მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებასა და მათ წიგნიერებაზე. 

7. კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატი


წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებაა. მიმდინარე წელს სკოლაში გაძლიერებულია ინგლისური ენის სწავლოება. მიმდინარე წელს სკოლასა და "ბრიტანეთის საბჭოს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მოსწავლეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინგლისური ენის პროგრამას და ჩააბარებენ კემბრიჯის გამოცდას, მიიღებენ კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატს. 2017 წლის სექტემბრიდან სკოლაში ასევე იგეგმება დამატებითი გაძლიერებული დღის მეორე ნახევრის პროგრამის შეთავაზება მოსწავლეებისა და მშობლებისთვის ინგლისურის, მათემატიკისა და IT-ის გაკვეთილების სახით. 

8. ეკოლოგიურად სუფთა გარემო


წმიდა გიორგის საერთაშორისო სკოლა ბაგებში, ჭავჭავაძის გამზ. N82-ში
ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. სკოლის ტერიტორია ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ გამწვანებულ ზოლშია, სადაც მარადმწვანე მცენარეებია. მოსწავლეები მთელ დღეს სუფთაჰაერზე ატარებენ დადედაქალაქის ხმაურიანი, დაბინძურებული გარემოსგან იზოლირებულნი არიან.

9. თანამედროვე საკლასო ოთახები


საკლასო ოთახები აღჭურვილია თანამედროვე მოწყობილობებითა და ტექნიკით. სკოლაში სტანდარტების შესაბამისად არის მოწესრიგებული სველი წერტილები და სასადილო. 

10. ფსიქოლოგი და ექიმი 
სკოლას ჰყავს ფსიქოლოგი და ექიმი.სკოლის ფსიქოლოგი ზრუნავს ჯანსაღი ფსიქოლოგური გარემოს შექმნასა და მოსწავლეთა სასწავლო-აკადემიური, სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე. იგი აქტიურად თანამშრომლობს პედაგოგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან. ექიმი კი მთელი დღის განმავლობაში ზრუნავს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე.

მსგავსი სიახლეები

წარმოუდგენელი შემოთავაზება O'lala-ში!

05 აგვისტო 2019
განახლებული კოლექცია ოლალაშია...
დეტალურად