კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

საინფორმაციო შეხვედრა სადაზღვევო კომპანიასთან

10 ოქტომბერი 2017

11 ოქტომბერს, 13:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 304-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ადამიანური რესურსის მართვის განყოფილების წარმომადგენლებთან. 
„ალდაგი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში და მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სტუდენტების დასაქმების კუთხით. 
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ „ალდაგის“ სააგენტო ქსელის მუშაობის პრინციპს, გაუზიარებენ მათ თავიანთ გამოცდილებას და შესთავაზებენ სტუდენტურ ვაკანსიებს. კომპანია სთავაზობს მათ მისაღებ სამუშაო განრიგს და უქმნის შესაბამის გარემოს კარიერული განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები