აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამას პირველ პრიორიტეტად აირჩევს და ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულებით 500 საუკეთესოს შორის მოხვდება, სრული პროგრამის განმავლობაში ისწავლის უფასოდ!

ყველა აბიტურიენტს, რომლის მიზანია, იყოს საუკეთესო, შანსი აქვს სრულად დაიფინანსოს სწავლა, კავკასიის უნივერსიტეტის განსაკუთრებული შემოთავაზების ფარგლებში.

უნივერსიტეტის სასწავლო ფონდში გამოყოფლია თანხა საუკეთესო 500 აბიტურიენტის სწავლის დაფინანსებისთვის. დაფინანსება გულისხმობს ჩარიცხული აბიტურიენტის პროგრამის სრული ღირებულების ანაზღაურებას.

 

აბიტურიენტი, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამებს პირველ პრიორიტეტად აირჩევს და მოიპოვებს 100%-იან ან 70%-იან სახელმწიფო გრანტს, მიიღებს შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებას 4 წლის განმავლობაში.

100%, 50% და 30%-იანი დაფინანსება ყველა ფაკულტეტის/სკოლის თითოეული კურსის TOP სამეულს.

წლის განმავლობაში აბიტურიენტებისთვის გაიმართება კონკურსები - გამარჯვებულებს გადაეცემათ სასწავლო ვაუჩერები, რომლითაც ისინი სწავლის დაფინანსებას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები