წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა

სანტა ესპერანსას დაბადების დღეა!

04 დეკემბერი 2019

6 დეკემბერს, სანტა ესპერანსა გეპატიჟებათ ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული ფილიალის დაბადების დღეზე !

ვაჟა-ფშაველას 73-ში წიგნების გაცვლის აქცია გვექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ამოარჩიოთ წიგნები რომლებიც უკვე წაკითხული გაქვთ, მოიტანოთ ჩვენთან და სხვა მკითხველებს გადაუცვალოთ თქვენთვის სასურველში.

დაბადების დღის აღსანიშნავად მაღაზიაში არსებულ ყველა წიგნს გთავაზობთ 20% იანი ფასდაკლებით, თუმცა საჩუქრებიც არ დაგვავიწყდება და განსაკუთრებული ფასდაკლებებიც უკვე შეგირჩიეთ და მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ ისარგებლოთ.

გარდა ამისა, საინტერესო ადამიანებს, მკითხველებს, ავტორებს და გამომცემლებს შეხვდებით და ისაუბრებთ ლიტერატურაზე.

დიახ, ტორტიც გვექნება !

 

მსგავსი სიახლეები