ბიბლუსი

ბიბლუსს ფსიქოანალიტიკოსი ჰორსტ კეხელე ესტუმრება

24 ოქტომბერი 2017

29 ოქტომბერს, 18:00 საათზე ბიბლუსი გალერეას ფროიდისა და სიგურინის პრემიის ლაურეატი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი ჰორსტ კეხელე ესტუმრება. გაიმართება წიგნის „ფსიქოანალიტიკური თერაპიის“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნს კი თავად ავტორი, პროფესორი ჰორსტ კეხელე წარადგენს.

ჰორსტ კეხელე საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ- ფსიქოანალიტიკოსი, მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორი, ბერლინის ფსიქოანალიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ფროიდისა (2002) და სიგურნის(2005) პრემიების ლაურეატია.

დოქტორი კეხელე არის მრავალ ენაზე გამოცემული ფსიქოანალიტიკური თერაპიის სახელმძღვანელოს სამტომეულის თანაავტორი ჰელმუტ ტომესთან ერთად. სწორედ ამ სახელმძღვანელოს ავტორობისათვის მიენიჭათ მათ სიგურნის საპატიო პრემია. წიგნი ეხება ფსიქოანალიტიკის თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებსა და თავისებურებებს.

შეხვედრა ჩატარდება ინგლისურ ენაზე და მოდერატორის მიერ ითარგმნება ქართულად. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და მოსულ სტუმრებს ექნებათ საშუალება მათთვის საინტერესო თემები განიხილონ ავტორთან ერთად.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#7 „ბიბლუსი გალერეა“
თარიღი: 29 ოქტომბერი. 18:00 საათი
დასწრება თავისუფალია

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად