ბასიანი

KANGDING RAY - ის ლაივი

04 ოქტომბერი 2017

BASSIANI // Stroboscopic Artefacts NIGHT: Kangding Ray LIVE | Lucy | Kancheli
HOROOM: Kvanchi | Will Gates | X-Coast

20 ოქტომბერს, მთავარ ოთახში ბერლინში დაფუძნებული გამორჩეული ჟღერადობისა და ვიზუალური კონცეფციის მქონე ტექნო ლეიბლის - STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ღამე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ლეიბლის სულისჩამდგმელი, იტალიელი DJ და პროდიუსერი LUCY და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი KANCHELI დაუკრავენ. 
ექსპერიმენტალური მუსიკის სცენის უმნიშვნელოვანესი არტისტი და RASTER-NOTON-ის ოჯახის წევრი KANGDING RAY ლაივს შეასრულებს, რომელმაც 2017 წელს STROBOSCOPIC ARTEFACTS-ზე ახალი ალბომი, HYPER OPAL MANTIS გამოუშვა.

HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები: WILL GATES, იგივე დათუნა კილაძე და BASSIANI RECORDS-ის A&R თორნიკე კვანჭიანი, ასევე ბრუკლინში მოღვაწე ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებული DJ და პროდიუსერი X-COAST, რომელიც 2016 წელს MALL GRAB-ის ლეიბლს STEEL CITY DANCE DISCS-ს შეუერთდა.

Online Tickets: www.bassiani.com
I Basket: 10 GEL
II Basket: 20 GEL 
III Basket: 30 GEL 
Door: 30 GEL

მსგავსი სიახლეები