ბასიანი

BASSIANI STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ღამეს უმასპინძლებს

17 ოქტომბერი 2017

 

STROBOSCOPIC ARTEFACTS: LUCY & KANGDING RAY

20 ოქტომბერს კლუბი BASSIANI / HOROOM ბერლინში დაფუძნებული ლეიბლის STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ღამეს უმასპინძლებს. Lucy-ის მიერ დაფუძნებული ლეიბლი, რომელიც თავისი ორიგინალური ხელწერით და კონტროვერსული რელიზებით გამოირჩევა, კლუბის სტუმარი ერთხელ უკვე იყო. თუმცა, ამჯერად STROBOSCOPIC ARTEFACTS-ს თავად Lucy და Kangding Ray წარადგენენ. HOROOM-ის ოთახში კი ბრუკლინელი ჰაუს არტისტი X-COAST კლუბის რეზიდენტებთან, Kvanchi და Will Gates-თან ერთად დაუკრავს.

ჩემთვის მუსიკის კეთება გართობასთან ან მხიარულებასთან არ ასოცირდება. ეს უბრალოდ ისაა რაც უნდა გავაკეთო, ეს აუცილებლობაა.“ – არავისთვის უცხო არ არის ის ფაქტი, რომ Luca Mortellaro, იგივე Lucy მუსიკის შექმნის პროცესს განსაკუთრებული სიფრთხილით უდგება. „არასდროს ვქმნი მუსიკას სახლში, ან მოგზაურობის დროს. ჩემთვის აუცილებელია, რომ ამ პროცესში მხოლოდ მაშინ ჩავერთო, როდესაც ირგვლივ საკრალური ატმოსფეროა”. იტალიელი არტისტის მუსიკალური დებიუტი წარმატებული ლეიბლის შექმნამდე რამდენიმე წლით ადრე შედგა. 2007 წელს Lucy-მ რამდენიმე EP გამოსცა, სადაც იგი ძირითადად მინიმალისტურ საცეკვაო მუსიკაზე ფოკუსირდებოდა. სწორედ ამ პერიოდში იგი ლეიბლის Meerestief Limited წევრი გახდა, თუმცა მათი თანამშრომლობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდა. სწორედ ამ პერიოდში დაიბადა STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის იდეა, ლეიბლის, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მსმენელს მუდმივ გამოწვევებს სთავაზობს.  „ლეიბლის რამდენიმე წლიან ისტორიაში ერთ რამეს მივხვდი: ყველაზე აქტუალური რელიზებად რჩებიან ისინი, რომლებიც გამოცემის დღიდან პროვოკაციებს იწვევენ. თუ ყველაფერი კარგად არის, ე.ი. შენ მსმენელს თავისი მოლოდინი გაუმართლე. ეს კი მე არასდროს მაკმაყოფილებს“.
 

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად