ყვავილების მაღაზია ამელი

ამელი 1 წლის ხდება

10 თებერვალი 2017

დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში Amelie დაიბადა. თქვენ, ალბათ, გაგიკვირდებათ, როგორ შეიძლება Amelie მხოლოდ ერთი წლის იყოს, როცა ამ პერსონაჟის შექმნიდან 16 წელიწადი გავიდა. ჩვენ კანდელაკის #19-ში მდებარე ყვავილების მაღაზია Amelie Flowers Shop-ზე გიყვებით!

ფოტო: trend.ge

Amelie Flowers Shop 27 თებერვალს 1 წლის ხდება. ყვავილების მაღაზიას სახელწოდება ჟან-პიერ ჟენეს მიერ გადაღებული ფილმის"Amelie" შთაგონებით ეწოდა. მისი იდეის ავტორი დავით კუპატაძეა, რომელმაც, მოგვიანებით, მეუღლესთან და სამ საუკეთესო მეგობართან ერთად, ეს შესანიშნავი ქართული ბრენდი დააფუძნა და კანდელაკის #19 მუდმივი გაზაფხულის ადგილად აქცია.

ბრენდის დამფუძნებლები TREND.-თან საუბარში აღნიშნავენ, რომ Amelie Flowers Shop-ის წარმატებაში დიდია მეგობრების როლიც, რომლებსაც ფლორისტიკის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნდათ. სასურველია აღინიშნოს ისიც, რომ აღნიშნული მომსახურება, რომელსაც Amelie Flowers Shop სთავაზობს მომხმარებელს, ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა. შეიძლება ითქვას, რომ იდეის ავტორები, თითოეული ადამიანი, რომლებსაც Amelie Flowers Shop-ის წარმატებაში წვლილი მიუძღვით, პირველები იყვნენ განსხვავებული და ორიგინალური შეფუთვის მქონე ყვავილების რეალიზების, მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებისა და ყვავილის უნიკალურ საჩუქრად ქცევის საკითხში.

ვინც Amelie Flowers Shop-ის მომსახურებას კარგად იცნობს, ალბათ, მათთვის გასაკვირი არ არის ის, რომ აღნიშნულმა მომსახურებამ, ძალიან სწრაფად გაითქვა სახელი და წარმატებასაც მიაღწია. დასაწყისში, ყვავილები მსურველს მხოლოდ ონლაინ შეეძლო შეეკვეთა, თუმცა, მომხმარებელთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ ბრენდის დამფუძნებლებმა მაღაზიის გასხნა გადაწყვიტეს. დღემდე, Amelie Flowers Shop უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხით, ყვავილების ორიგინალურ და გამორჩეულ შეფუთვას. თავდაპირველად, იმის გამო, რომ საქართველოში თითქმის არ არსებობდა ყვავილების რეალიზების მსგავსი კულტურა, ბრენდს ყვავილების ორიგინალური შეფუთვის მიზნით, თანამშრომლობა ჰოლანდიურ მწარმოებლებთან უწევდა. ხოლო მას შემდეგ, რაც ყვავილების ადგილობრივი ბიზნესი საქართველოში საკმაოდ პოპულარული გახდა, Amelie Flowers Shop-იც ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ Amelie Flowers Shop არ არის მხოლოდ ყვავილების მაღაზია. ყვავილების რეალიზების გარდა, ბრენდი კორპორატიულ დამკვეთებთან თამაშრომლობის კუთხითაც განვითარდა და მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში იგი უზრუნველყოფს ქორწილებისა და სხვადასხვა ღონისძიების გაფორმებასაც. მაგალითად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი Amelie Flowers Shop-თან ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს.

გარდა ამისა, "Amelie-ს დაბადებიდან" ზუსტად ერთი თვის თავზე, ბრენდმა TBC ბანკის მიერ გამოცხადებული ტენდერიც მოიგო, რის შემდეგაც ბანკის პროგრამის "თიბისი სტატუს კონსიერჟის" ფარგლებში სწრაფად და ეფექტურად ემსახურება მომხმარებლებს.

როგორც ირკვევა, ბრენდმა შეძლო და მოიპოვა მომხმარებელთა ერთგული მეგობრის სტატუსი. ბრენდის ამ განსაკუთრებულობას, მისი დამფუძნებლები მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტების დამსახურებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მომხმარებლის სურვილისა და გემოვნების შესაბამისი, მინიმალური ცდომილების მქონე თაიგულების დამზადებას. ალბათ, კონსულტანტების სწორედ ეს დამოკიდებულება უქმნის მომხმარებელს იმის განცდას, რომ კანდელაკის #19-ში მდებარე მაღაზიაში ზის ნამდვილი, მომღიმარი ამელი და თითებიდან გემრიელად იცლის ჟოლოებს.

TREND. მოხარულია გაცნობოთ, რომ ბრენდმა გუშინ ჩაუშვა ახალი საიტი, რომელიც თაიგულის შესაკვეთად უმარტივეს პროცედურას გვთავაზობს. თაიგულის შეკვეთა, ნებისმიერ მსურველს, ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში, ახლა უკვე საიტზე რეგისტრაციის გარეშეც შეუძლია. თბილისის მასშტაბით, ადგილზე მიტანის სერვირსს Amelie Flowers Shop უსასყიდლოდ გვთავაზობს. ბრენდის მიერ დამზადებული თაიგულების ნახვა შეგიძლიათ, როგორც საიტზე, ასევე ფეისბუკ და ინსტაგრამ გვერდებზეც. რაც მთავარია და აღსანიშნავია, ბრენდი ინარჩუნებს კონფიდენციალობას და არ გასცემს პირად ინფორმაციას დამკვეთის შესახებ.

"ყვავილი, შესაძლოა, ყველას არ უყვარს, მაგრამ, როდესაც ჩუქნი ამელის..."

მსგავსი სიახლეები