ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი

MOODY's-ის რეიტინგში საქართველო დაწინაურდა

29 სექტემბერი 2017

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესებას „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი აიეტი კუკავა აფასებს. მისი შეფასებით, 2014 წელს, როდესაც ეკონომიკა განიცდიდა გამოწვევებს იმის გამო, რომ რეგიონში იყო ძალიან რთული სიტუაცია, ქვეყნები სტაგნაციას განიცდიდნენ, ამ დროს კი საქართველოს ეკონომიკა იზრდებოდა.

 

მისი მტკიცებით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანა აღმავალი ტემპით მიდიოდა. კერძოდ, სტაბილურია ეკონომიკა, ქვეყანამ დაამტკიცა რომ უძლებს შიდა და გარე მაკროეკონომიკურ და გეო პოლიტიკურ ზეწოლას, რაც კუკავას განმარტებით, პლიუსია. თუმცა. მისივე შეფასებით, არსებობს მინუსები, რაც ქვეყანას გამოსასწორებელი აქვს.

 

მათ შორისაა, ეკონომიკის ვიწრო ბაზა და საბანკო სექტორის ხვედრითი წილის სიდიდე ეკონომიკაში. კუკავას მტკიცებით, აუცილებელია  ქვეყანაში ეკონომიკის სხვადასხვა დარგები უფრო სწრაფად გაიზარდოს ვიდრე საბანკო სფერო იზრდება.

 

პოზიტიურად აისახება, თუკი „სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მშენებლობა და უძრავი ქონება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, წარმოება და სხვა დარგები უფრო სწრაფი ტემპებით გაიზრდება ვიდრე საბანკო სექტორი“-აცხადებს კუკავა.

 

კითხვაზე, რატომ მიენიჭა საქართველოს სტაბილური სუვერენული რეიტინგი და არა პოზიტიური, კუკავა განმარტავს,რომ მართალია ქვეყანაში არსებობს დადებითი ძვრები, რომლის გამოც რეიტინგში დაწინაურდა საქართველო, თუმცა, არის ნეგატიური პროცესებიც, რომელიც ქვეყანას პოზიტიური რეიტინგის მოპოვებაში ხელს უშლის. 

 

ნეგატიურ პროცესებს შორის კუკავა ასახელებს საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი დოლარიზაციის დონისგან გამოწვეული რისკებს, ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის და  წმინდა საერთაშორისო დავალიანების სიდიდეს, ეკონომიკის დარგების დაბალ მწარმოებლურობას. დამატებით გასაუმჯობესებელია ბიზნესის კლიმატი, ჯერ კიდევ გაურკვეველია გაკოტრების შესახებ კანონი, სადაც მსოფლიო ბანკის doing business (ბიზნესის კეთების) რეიტინგში საქართველო 106-ე ადგილს იკავებს. http://www.doingbusiness.org/data/exploreeconomies/georgia, ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ასამაღლებელია პროფესიული სწავლების დონე, კვალიფიციური მუშახელი,  საბაჟო პროცედურები, საკვების ხარისხის კონტროლი, განათლების სისტემა, დასახვეწია დასაქმების კანონი, გასაზრდელია ეკონომიკის დივერსიფიცირება. ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით და EU სტანდარტების დანერგვით მნიშვნელოვანი პროგრესია მოსალოდნელი.

 

ამის გარდა დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობები დივერსიფიცირების გარდა ექსპორტის ზრდასაც გამოიწვევს.

 

მისი შეფასებით, პოზიტიურ  ძვრებს სხვა მიმდინარე რეფორმებს შორის ესტონური მოდელი და ახალი 2018 წელს დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წარმატებული განხორციელებაც გამოიწვევს, რომელმაც შიდა  გრძელვადიანი ლარის აქტივების დაგროვებით და ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზის შექმნით, კაპიტალური ბაზრის განვითარებით, უნდა შეამციროს ქვეყნის გარე ინვესტიციებზე დამოკიდებულობა.

 

მისი პროგნოზით, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა სუვერენული რეიტინგი ნელა მაგრამ მაინც აუცილებლად გაგვეზრდება.

 

რაც შეეხება იმას, აისახება თუ არა რეიტინგში დაწინაურება ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლაზე, კუკავა განმარტავს, რომ როგორც კი ქვეყნის სუვერენული რეიტინგი მოიმატებს, ქვეყანაში არსებულ დიდ კომპანიებსა და ბანკებს დიდი ალბათობით მოემატებათ რეიტინგი, რაც ავტომატურად   საერთაშორისო საკრედიტო რესურსების გაიაფებას გამოიწვევს.

 

„ეს კი პირდაპირ გადავა მომხმარებლზე და ბიზნესზე, ანუ,  სესხები გაიაფდება“, - და უცხოელი და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ბიზნესის კეთება ქვეყანაში უფრო მიმზიდველი გახდება აცხადებს კუკავა. 

 

შეგახსენებთ,  პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor's და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.

 

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი BBB-, რაც არის საინვესტიციო რეიტინგების კატეგორია და ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისთვის ფონდების მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვა სიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების - შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება. ასევე, Moody's-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების  ზრდად სიძლიერეს -  ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე

18 ნოემბერი 2017
რეპრესიული პოლიტიკა მზრუნველობითი პოლიტიკით უნდა ჩანაცვლდეს
დეტალურად

ფოტოკონკურსი "რაკურსი" გრძელდება

15 ნოემბერი 2017
კვირის თემაა შემოდგომა...
დეტალურად

მაგთიკომის ოფიციალური განცხადება!

06 ნოემბერი 2017
მაგთიკომი ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი უხერხულობისთვის...
დეტალურად

ხანძარი პატარა ჩაილურის ტყის ქვედა საფარზე!

04 ნოემბერი 2017
რამდენიმე საათის წინ ხანძარი გაჩნდა...
დეტალურად

პენსიის ზრდა 2019 წელს!

03 ნოემბერი 2017
ქუმსიაშვილის თქმით პენსიები 20 ლარით გაიზრდება ...
დეტალურად

სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

31 ოქტომბერი 2017
რატომ გადაეცა პარლამენტის წევრის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას მიწა თბილისში...
დეტალურად